ინტერნეტსივრცეში ახალი მოთამაშე გამოჩნდა — ტვიტერის ყოფილმა თანამშრომლებმა Particle News შექმნეს, რომელიც ყოველდღიური ახალი ამბების პერსონალიზებულ შეჯამებაზე იზრუნებს. თითოეულ საკითხზე უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი, მომხმარებლებს ფრაგმენტების გაფართოება შეეძლებათ, რათა ამბის განვითარებას მიადევნონ თვალი.
„პლატფორმა გამარტივებულ, პერსონალიზებულ და მრავალპერსპექტიულ გამოცდილებას მოგცემთ. ასე საშუალება გექნებათ, უფრო ადვილად თუ სწრაფად მიიღოთ საინტერესო სიახლეებზე ინფორმაცია. ზოგჯერ ისეთი შეგრძნება ჩნდება, რომ ადამიანებს მხოლოდ სათაურების წაკითხვის დრო აქვთ… სწორედ ამ მოცემულობას ვპასუხობთ ეფექტური ხელსაწყოთი“, — განმარტავს სარა, ბეიკპური, Twitter-ის პროდუქტის მენეჯმენტის ყოფილი უფროსი დირექტორი.
ამჟამად Particle News ბეტა ვერსიაში მუშაობს და მხოლოდ მოწვევის საფუძველზეა ხელმისაწვდომი. სტატიების მსგავსი შეჯამების პრაქტიკა შეიძლება უფრო მოსახერხებელი იყოს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სხვა სისტემებისთვისაც. მაგალითად, ChatGPT-ისთვის, რომელიც ინტერნეტში გავრცელებული კონტენტით იკვებება. ესეც რომ არა, დღევანდელ გადატვირთულ ყოველდღიურობაში ერთი სიახლის შემაჯამებელი სახით წაკითხვა ყველასთვის მოსახერხებელი იქნება.
როგორც ცნობილია, ამჟამად სტარტაპი მობილური აპლიკაციის დამატებაზეც მუშაობს.