წყვილები, რომელთაც დალევის მსგავსი ჩვევები ახასიათებთ, უფრო დიდხანს ცხოვრობენ და ამას უკვე 9000 ადამიანზე ჩატარებული კვლევაც ადასტურებს. შესაძლოა, დალევის მოწოდებად გეჩვენებოდეთ, მაგრამ მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ ამას ასე პირდაპირაც ნუ გავიგებთ…
უახლესი მიგნებები ხაზს უსვამს იმის განხილვის მნიშვნელობას, თუ როგორ ზემოქმედებს ურთიერთობები ჯანმრთელობაზე კომპლექსური გზებით —
„Health & Retirement Study-ის ფარგლებში კვლევის მიზანი იყო წყვილებში ალკოჰოლის გამოყენებასა და იმ გავლენაზე დაკვირვება, რაც სიკვდილიანობაზე შეიძლება, ჰქონდეს…“.
თავად „დალევის პარტნიორობის“ კონცეფცია კი პირველად 1998 წერს აღწერეს, რომლის თანახმადაც, დაქორწინებული წყვილების დალევის ჩვევებმა, შესაძლოა, მათსავე ურთიერთობაზე იმოქმედოს. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ერთი მეორეზე მეტს სვამს, რადგან ხშირია კონფლიქტები… თუმცა მეორე მხარეს დალევის საერთო ჩვევებია, რასაც წყვილების გამაერთიანებელ რგოლად მიიჩნევენ.
კვლევისას 9312 ადამიანი, შესაბამისად, 4656 წყვილი შეისწავლეს, რომლებიც ან დაქორწინებულნი იყვნენ, ან ერთად ცხოვრობდნენ. Health & Retirement Study-ის სამი ტალღაც გაიარეს, რაც 50 წელზე მეტი ასაკის მქონე მოზარდების კვლევას გულისხმობდა ორ წელიწადში ერთხელ. მკვლევრები ამ წყვილების დალევის ჩვევებზე იყვნენ ფოკუსირებულნი და არა იმაზე, თუ რა ალკოჰოლს მოიხმარდნენ. ხოლო, თუ მონაწილეები იტყოდნენ, რომ ბოლო სამ თვეში რაღაც დალეული ჰქონდათ, შემდგომ ეკითხებოდნენ, რა დოზით იღებდნენ სასმელს კვირის მანძილზე.
„აღმოვაჩინეთ, რომ წყვილები, რომლებშიც ორივე მხარე მიუთითებდა ბოლო 3 თვის მანძილზე ალკოჰოლის მიღებაზე, იმაზე უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ, ვიდრე წყვილები, რომლებიც ან არ სვამდნენ, ან დალევის არათანმიმდევრული რეჟიმი ჰქონდათ, როცა ერთი სვამდა, მეორე კი არა“, — აცხადებს კირა ბირდითი, ფსიქოლოგი.
ამასთან, კვლევამ გამოავლინა, რომ წყვილები, რომლებიც მსუბუქად იღებდნენ სასმელს, ასევე უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ, იმ წყვილებთან შედარებით, რომლებიც ალკოჰოლს ძალიან ჭარბად ან საერთოდ არ მოიხმარდნენ. ხოლო იმის გააზრება, თუ რა გავლენა აქვთ წყვილებს ერთმანეთის ჯანმრთელობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ასაკოვანებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრაქტიკების გასაუმჯობესებლად. შესაძლოა, ჩარევაც გახდეს საჭირო, რაც უკეთეს შედეგებამდე მიგვიყვანს.
„მთლიანობაში ეს კვლევა სფეროს წინსვლას გვთავაზობს იმის ჩვენებით, რომ ალკოჰოლის მოხმარება უფრო დიდხანს ცხოვრებას უკავშირდება და იმით, რომ ალკოჰოლის ზომიერად მიღება პარტნიორებში მნიშვნელოვანია“, — განმარტავენ მკვლევრები.