in

ცოცხალი ფანტაზიის, უნიკალური ხის სათამაშო სივრცე თეთრიწყაროს რეგიონის ბავშვებისთვის

„პარსიფალი” ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანებს საერთო მოტივაციისა და ღირებულებების ირგვლივ აერთიანებს. ეს არის ჯანსაღი სივრცე ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, სადაც იბადება ახალი იდეები, პროექტები და შემდეგ ერთად ვმუშაობთ მათ დახვეწასა და განვითარებაზე.  ადგილი, სადაც ადამიანი აღმოაჩენს და იპოვის საკუთარ თავს!

ჩვენი ისტორია დასაბამს 2022 წლიდან იღებს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ მაწევანში საკუთარი ხელით შაბათ-კვირის სკოლა ავაშენეთ. ახალგაზრდული გუნდის მთავარი მიზანი რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის საგანმანათლებლო სივრცის შექმნა იყო, სადაც ისინი საკუთარი იდეების გამოხატვას თავისუფლად შეძლებდნენ.

და აი დადგა დრო, ჩვენს სკოლას საკუთარი ხელით ჯადოსნური გარე სივრცე ავუშენოთ.

2025 წლის 29 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით, გერმანულ ორგანიზაცია, Kukuk Kultur e.V-თან თანამშრომლობით, პარსიფალის სკოლის ეზოში ხის სათამაშო სივრცის აშენებას ვგეგმავთ. ამ ეტაპზე ეზოში მხოლოდ ფრენბურთის მოედანია და უდიდესი სურვილი გვაქვს ეს სივრცე გადაიქცეს საინტერესო და  ფანტასიით სავსე ადგილად, რომელიც ბავშვებს ჯანსაღი ფორმით გააერთიანებს.

ყოველდღიურად, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, მიმდებარე სოფლებიდან ჩვენს ეზოს 50-ამდე მოზარდი სტუმრობს. ეს იქნება ის სივრცე, სადაც ისინი თავს  ბედნიერად იგრძნობენ. თამაში და ფანტაზია! ეს არის ის ორი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სრულყოფილი განვითარებისთვის.

სათამაშო სივრცის სწორი დაგეგმარება და განხორციელება საპასუხისმგებლო საქმეა. სწორედ ამიტომ შენებას სამი პროფესიონალი გერმანელი ხის ოსტატის შეგირდობითა და საკუთარი ხელებით შევუდგებით: ჩვენ, პარსიფალის წევრები, თეთრიწყაროს სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდები მიმდებარე სოფლებიდან, მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნიდან.

პროექტის სისრულეში მოსაყვანად ძალიან გვჭირდება დამატებითი  ფინანსური რესურსები, შენი დახმარება ძალიან გაგვიხარდება. თუნდაც, მხოლოდ 10 ლარის გადმორიცხვით, ჩვენ უკვე 2 კილო ლურსმნის შეძენას შევძლებთ, რაც დაგვიჯერეთ, ფრიად მნიშვნელოვანია.

რაც მთავარია, როდესაც ყველაფერს ავაშენებთ საკუთარი თვალით შეძლებ ამ სივრცის ნახვას,  გულის სიამაყით ავსებას, თამაშსა და  ნავარდობას.

ახლა თანხის ნებისმიერი ოდენობა ძალიან მნიშვნელოვანია,

დონაციას კი ამ ლინკზე შეძლებ Gofundme ლინკი.

დიდი მადლობა, რომ ჩვენი ამბის წაკითხვას დრო დაუთმე!

[პარტნიორის კონტენტი]

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს — თიბისის გზავნილი ახალ თაობას

უხერხული მომენტები სტუდენტური ცხოვრებიდან — Mac to School