in

საგაზაფხულო ფასდაკლება ჯანმრთელობის დაზღვევაზე

სადაზღვევო კომპანია „ირაო“, როგორც „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრი და საქართველოში დაზღვევის ევროპული სტანდარტების გამავრცელებელი, სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს უკრაინას!

„ირაო“ საკუთარ წვლილს შეიტანს უკრაინისა და უკრაინელი გმირი ხალხის დასახმარებლად და მხარდაჭერის ფარგლებში მარტის განმავლობაში ჩატარებული აქციებიდან შემოსული თანხის 5%-ს „VIG Family Fund-ში“ გადარიცხავს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ვენის სადაზღვევო ჯგუფის მიერ ჯგუფში შემავალ უკრაინულ კომპანიებში მომუშავე თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების დასახმარებლად.

დააზღვიე ჯანმრთელობა 21 მარტიდან 18 აპრილის ჩათვლით და მიიღე 20% ფასდაკლება! აქცია ვრცელდება ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა “პულსზე“.

დააზღვიე საუკეთესო პირობებში ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია- შენი ჯანმრთელობა!

„პულსის“ პირობები მორგებულია შენს საჭიროებებზე, რაც გაგიმარტივებს ჯანმრთელობაზე ზრუნვას და თავიდან აგაცილებს გაუთვალისწინებელ ფინანსურ ხარჯებს. „პულსის“ პაკეტები სრული სამედიცინო მომსახურების ნაკრებს აერთიანებს.

შენ შეგიძლია თავად აირჩიო მომსახურების მიღების სქემა, რაც საშუალებას გაძლევს, სამედიცინო სერვისების მისაღებად მიმართო შენთვის სასურველ ნებისმიერ კლინიკას თავისუფალი არჩევანით.

პოლისის შესახებ დეტალებსა და სხვა უპირატესობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე ან დაუკავშირდით ირაოს ცხელ ხაზზე: 0322 949 949.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ იყენებს უკრაინა ეფექტურ კომუნიკაციას, საინფორმაციო ომის მოსაგებად

ბრჭყვიალა ქილები და „სნექებით” აწყობილი სკულპტურები სემ კელერის შემოქმედებიდან