ათწლეულზე მეტია, რაც Pass Code Only კოქტეილებს ქმნის… უკეთესი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, გეტყვით, რომ მსოფლიოს 500 საუკეთესო ბარს შორის 228-ე ადგილს იკავებს. დღეს კი მასზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ სადღესასწაულო მენიუ The Forbidden წარმოგვიდგინა 12 კოქტეილით, რომლებიც არატრადიციული ინგრედიენტებისგანაა დამზადებული, ისეთებისგან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აკრძალულიც გახლავთ. აღნიშნული ფრაზა სხვა შთაბეჭდილებას კი ქმნის, მაგრამ ჩამონათვალი შედარებით მოკრძალებულია, მათ შორისაა ვაშლი, ქოქოსი, საღეჭი რეზინი, არაპასტერიზებული რძე და გემოს გამაძლიერებელი მონოსტრიუმის გლუტამატი (MSG).

ეს მენიუ ჩვენთვის მთელი თავისი ბუნებით რომ წარედგინათ, სთორითელინგს მიმართეს. მანამდე კი ერთ მნიშვნელოვან ფაქტს მიაკვლიეს, რომ სამყაროში ისტორიისა და ფოლკლორის იდეა ყოველთვის ჩანახატებითა და სურათებით იყო გადმოცემული. განსაკუთრებით ინდოეთში, სადაც ნახატები ყველაზე ძლიერი მედიუმია ბავშვებისთვის მითების, ხოლო დიდებისთვის სიბრძნის გასაზიარებლად…

ძიების პროცესში უძველესი Indian Miniature Paintings-საც მიაკვლიეს. მარტივად რომ ავხსნათ, მინიატიურულ ნახატებს, რომლებიც მრავალი დეტალისგან შედგება და გადაწყვიტეს, ამგვარი ფორმით ჩვენთვის თორმეტივე აკრძალული კოქტეილი წარედგინათ.

თითოეული კოქტეილის ამბავი ერთ ნახატშია გაერთიანებული, რომელსაც Forbidden Royal Mela ეწოდება და Indian Miniature Paintings-ის PCO-სეულ ვერსიას წარმოადგენს. აქ ნახავთ ადამსა და ევას, წითელი ყაყაჩოების მდელოს, რძის გამყიდველ ქალსა და მრავალ სხვას. კოქტეილები კი ციფრებითაა აღნიშნული, რათა მათ მიღმა არსებულ ამბებს მარტივად გავეცნოთ.














