14
Jan
2019

ავეჯის ქართული მწარმოებლები გერმანიის უდიდეს დიზაინის გამოფენაზე პირველად წარდგებიან

14 Jan 2019

14-20 იანვარს, გერმანიაში, ქალაქ კელნში (Köln), ავეჯის საერთაშორისო გამოფენა PASSAGEN 2019 გაიმართება, რომელშიც 4 ქართველი დიზაინერი და ავეჯის მწარმოებელი მიიღებს მონაწილობას. ეკომეგობრული ავეჯის კომპანია Funduki, XYZ Integrated Archietecture, დიზაინერი ანუკა თავართქილაძე და კომპანია Design Buro, გამოფენის ერთ სივრცეში, „დიზაინ ჯორჯიას“ სახელწოდებით იქნებიან წარმოდგენილი.

ღონისძიებაში საქართველო პირველად მონაწილეობს, აღნიშნული კი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და „ქართული ავეჯის კლასტერის“ კოლაბორაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. „აწარმოე საქართველოშის“ თქმით, ეს არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, დიზაინის მიმართულებით. გამოფენას სტუმრობენ დიზაინის საერთაშორისო ექსპერტები, პოტენციური პარტნიორების მაძიებელი კომპანიები და პრესა, რაც უზრუნველყოფს მონაწილე კომპანიის ხილვადობისა და კონკრეტულ კომერციულ შესაძლებლობების ამაღლებას.

მონაწილეები საქართველოს წარმოჩენას არამხოლოდ ავეჯის დიზაინის კუთხით გეგმავენ. მათ შემუშავებული აქვთ ერთიანი კონცეფცია ღვინის თემატიკაზე, გამოფენის მიმდინარეობისას გაიმართება ქვეყნის საპრეზენტაციო წვეულება, სადაც ქართული მხარე სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდება.

 

განხილვა