in

უნდა ამჯობინოთ გატაცება სტაბილურ შემოსავალს?

როდის მიდიან ადამიანები სამსახურიდან?

Network Capital-ის დაფუძნებლის, უტკარშ ამიტაბის თქმით, სამსახურიდან წასვლის ეტაპი მუშაობის ერთი წლის თავზე იწყება. თუმცა, ზოგიერთისთვის მითს წარმოადგენს ის მოსაზრება, რომ ადამიანმა კონკრეტულ სამსახურში სულ ცოტა ერთი წელი მანც უნდა გაატაროს.

სამსახურიდან წამოსვლის და ახლის დაწყების სურვილი განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როცა ირგვლივ რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება – იქნება ეს საიუბილეო თარიღების აღნიშვნა თუ კოლეჯის მეგობრების შეკრება. მკვლევარების აზრით, მსგავსი ტიპის თარიღები ადამიანში ისეთ შეგრძნებას აღძრავს, თითქოს ეს „ეპოქის დასასრული“ ან „მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენაა“. ამ დროს კი ცხოვრების გადაფასება ხდება, სად ვართ და რას ვაკეთებთ? კრიტიკული თვალით ვაფასებთ ჩვენს აწმყოს და გვიპყრობს ახალი დასაწყისის სურვილი.

თუ თქვენ არ მოგწონთ სამსახური, რომელსაც მთელ თქვენს დროს უთმობთ და მუშაობთ მხოლოდ იმისთვის, რომ თავი ირჩინოთ, აუცილებელია, გადადგათ სწორი ნაბიჯები. შეგიძლიათ, თავად იყოთ რაიმე ღირებული პროდუქტის შემქმნელი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი.

უტკარშ ამიტაბი გვთავაზობს რამდენიმე კრიტერიუმს და წინაპირობას, რის მიხედვითაც ფასდება, ღირს თუ არა პროდუქტის შექმნა.

1) საკმარისია თქვენი სურვილი რეალური პრობლემის გადასაჭრელად?

იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი, რომლის შექმნასაც გადაწყვეტთ, არ იქნება „არსებული რეალობისთვის“ გამოსადეგი, თქვენ ფუჭად დაკარგავთ ფიზიკურ და გონებრივ რესურსებს. თავიდანვე უნდა გააცნობიეროთ – დიდი ბიზნესი აგებულია ღრმა შეხედულებებზე. დაფიქრდით, კარგად გესმით თუ არა ის მოთხოვნილებები, რაც საზოგადოებას აქვს პროდუქტის მიმართ და გაქვთ თუ არა შესაბამისი რესურსი მათ დასაკმაყოფილებლად?

კითხეთ საკუთარ თავს:

  • ნამდვილად აღიქვამს საზოგადეობა ამას პრობლემად?
  • გააუმჯობესებს ეს მათ ცხოვრებას?
  • გადაიხდიან ისინი ამ პროდუქტისთვის?

2) ნამდვილად მუშაობს თქვენი პროდუქტი?

თქვენი ჰიპოთეზის დამტკიცების შემდეგაც უნდა შეამოწმოთ მინიმალური პრაქტიკული პროდუქტი (MVP). MVP-ს ძირითადი კონცეფცია ასეთია – ეს არის მცირე სამუშაო, რომლის შესრულებაც ბაზარზე რაღაც ღირებულის შექმნის წინაპირობას წარმოადგენს. MVP გამოიყენება თქვენი ვარაუდის დასამტკიცებლად ან უარსაყოფად.  

პროდუქტის განვითარების ეს ეტაპი, გამოიყნებას იმისათვის რომ მოიზიდოთ საზოგადოება, რომელიც დაინტერესებულია თქვენი შეთავაზებით და ჩამოაყალიბოთ ბიზნესის მოდელი, რომელიც ემსახურება მათ საჭიროებებს მათი უკუკავშირის საფუძველზე. ეს ხელს შეუწყობს თქვენს პროდუქტის განვითარებასა და მისი საშუალებით შეიძლება გქონდეთ გარკვეული შემოსავალი, ვიდრე პროდუქტს ოფიაციალურად ჩაუშვებთ.

3) მივაღწიე მინიმუმ 1000 მოხმარებელს? შემიძლია?

აუცილებელი არაა, რომ თქვენი პროდუქტი Google-ის ან Facebook-ის გვერდით დააყენოთ. „მოგზაურობა“ 1000 მომხმარებელთან უნდა დაიწყოთ და როდესაც ისინი დაინახავენ თქენი პროდუქტის ფასეულობას, თუ როგორ აკმაყოფილებს ის მათ მოთხოვნილებებს, მოხმარებელთა რიცხვი თანდათან გაიზრდება. შესაძლოა, ეს მარტივად ჟღერდეს, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ამ შედეგის მიღწევას საკმაოდ დიდი შრომა და ენერგია სჭირდება.

4) ამ ეტაპზე ნამდვილად გაქვთ შესაბამისი უნარები და რესურსები ბიზნესის სამართავად?

„სამსახურის მიტოვება ბიზნესის დასაწყებად, ჰგავს პირველ პაემანზე დაქორწინების შეთავაზებას. ყველაზე მყარი ბიზნესი დაფუძნებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ფრთხილად მოქმედებენ“ – ადამ გრანტი, ორგანიზაციული ფსიქოლოგი.

იმისათვის, რომ გამოიმუშაოთ შესაბამისი უნარები და შესაძლებლობები, აუცილებელია, დააგროვოთ სამუშაო გამოცდილება. სწორედ ასე გაიგებთ ბიზნესის მართვის სპეციფიკას. უნდა გესმოდეთ ისიც, თუ რისი კეთება შეგიძლიათ ბუნებრივად კარგად და რა უნარები გაქვთ გასაუმჯობესებელი.

სპორტის მენეჯმენტი – გიორგი ყიფიანი

„ბავშვების შეთქმულება“ – როგორ მივიქციოთ მშობლების ყურადღება, თუ ისინი სახლიდან მუშაობენ?