in

Chrome-ის ახალი ფუნქცია, რომლითაც გაიგებთ, გატეხილია, თუ არა თქვენი პაროლი

veon
veon

Google-მა ვებბრაუზერ Chrome-ის 79-ე ვერსია გამოუშვა, რომელიც პაროლის დაცვის ახალი ფუნქციებითაა აღჭურვილი. სიახლე ისაა, რომ ქრომი გაგაფრთხილებთ, თუ თქვენი პაროლის გატეხვა ვინმემ შეძლო. ამისთვის პაროლის მენეჯერს უნდა იყენებდეთ. იმ შემთხვევაში, თუ პაროლი გატეხილია, ამას ბრაუზერი ე.წ. პოპ-აპის სახით, პაროლის შეყვანისთანავე გამცნობთ და გირჩევთ შეცვალოთ ის ყველგან, სადაც მას იყენებთ.

ახალი ფუნქციის კონტროლი ბრაუზერიდანვე შეგიძლიათ. გარდა პაროლის დაცვის ფუნქციისა, Chrome გამოიყენებს ფიშინგის (კიბერთაღლითობის) საიტების ბაზას, რომელიც რეალურ დროში ახლდება და შესაბამისად, შეგატყობინებთ, თუ ერთ-ერთ ასეთ ვებგვერდზე იმყოფებით.

თუ ბოლომდე წაიკითხავთ ამ ინტერვიუს, თქვენ განსაზღვრეთ, ვინ არის სანდრო გაბილაია

4 გზა, გავიგოთ, რატომ წავიდა თანამშრომელი