in

ჯეიმი ოლივერის Pasta Dreams-ის ფსიქოდელიური იდენტობა

Pasta Dreams სატელევიზიო შეფ-მზარეულ ჯეიმი ოლივერის ბრენდია, რომელსაც განსაკუთრებული ვიზუალური იდენტობა გამოარჩევს. Otherway-ის თანახმად, მისი მიზანი იყო, დაშორებოდა იმას, რასაც ხალხი ტრადიციულად უკავშირებს იტალიურ სამზარეულოს.

დიზაინი ერთგვარი ანიმაციური ხასიათის მატარებელია — ზეითუნის ზეთის წვეთები ჰაერში ტივტივებს, ფერთა პალიტრა კი საკმაოდ მრავალფეროვანია. ამავდროულად, პასტა ჰიპნოზურად ტრიალებს დიდი ზომის ინგრედიენტებთან ერთად. მთლიანობაში, ეს ყველაფერი კოლაჟს მოგვაგონებს.

ფსიქოდელიური გამოსახულებები შეფუთვაზეც გადადის, რომელიც „ფორმებს, ტრიალსა და შხეფებს“ უსვამს ხაზს — ანუ, იმ ყველაფერს, რასაც ადამიანები პასტის დაგემოვნებისას აწყდებიან.

.

#იცხოვრევარდისფრად – კავკასიის მედიცინის ცენტრის კამპანია, რომელიც გეგმური სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება

რა ემართება ტვინს კონფლიქტის დროს?