in

რა მოხდება თუ ადამიანს პასუხისმგებლობას დაკისრებ, მაგრამ ძალაუფლებას არ მიანიჭებ?

სინერჯი-ს დამფუძნებელი და დირექტორი პაპუნა ტოლიაშვილი საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს

M2
M2

თუ ადამიანს პასუხისმგებლობას დააკისრებ, მაგრამ ამ პასუხისმგებლობის შესაბამის ძალაუფლებას არ მიანიჭებ, როგორი ძლიერი ლიდერი ან პროფესიონალიც არ უნდა იყოს დააჩიავებ, არაეფექტიანს და დემოტივირებულს გახდი.

და პირიქითაც, თუ ძალაუფლებას მიანიჭებ მაგრამ ამის შესაბამის პაუსუხისმგებლობას არ დააკისრებ გაიბერება, გაიფხორება, სტრუქტურულ მონსტრად გადაიქცევა.

ზევიდან წამოსული წნევა თუ დაბლა გასაქანს ვერ ნახულობს პრესავს ადამიანს, ხოლო ქვევიდან, ძალაუფლებისგან გამოწვეულ აღზევებას თუ ზევიდან არ აბალანსებს შესაბამისი წნევა, ადამიანს ბერავს, რეალობას წყვეტს და ძალიან აფუჭებს.

და თანაც, ასე ხდება თითქმის ყოველთვის, თითქმის ყველა ადამიანის შემთხვევაში და არ უნდა გაგვიკვირდეს, არ უნდა ვთქვათ კი მარა ეს ხომ არ იყო ასეთიო არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში.

თითოეული როლისთვის სწორად დაბალანსებული პასუხისმგებლობა და ძალაუფლება სტრუქტურების ერთ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რის გარეშეც ადამიანები არა თუ საკუთარ პოტენციალს ვერ იყენებენ მაქსიმალურად, არამედ ძალიან იცვლებიან, სამწუხაროდ, უარყოფითი მიმართულებით.

პაპუნა ტოლიაშვილი

ფულად გზავნილებზე ლიბერთის საგაზაფხულო აქცია დაიწყო | თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქრის დროა

ნახეთ: მთვარის მოძრავი კადრების კოლაჟი, რომელიც 2 მილიონზე მეტი ფოტოსგან შედგება