Patagonia-ს ბრენდს ყველა იცნობს, ვისაც ლაშქრობა და თავგადასავლები უყვარს. ბრენდმა გარემოზე დადებითი გავლენითაც გაითქვა სახელი და ეკო-კომპანიად იქცა. Patagonia-მ შეძლო 20 მლნ აშშ დოლარის დონაციის შეგროვება, მომხმარებლების დახმარებით და აქტიურ აქტივიზმს ახალისებს თავისი საქმიანობით. სანამ ფინჯან ყავას შეექცევით, დღეს, სწორედ ამ ბრენდზე გიამბობთ.
პატაგონია ბაზარზე 1973 წელს გამოჩნდა. ტანსაცმლის ამერიკული ბრენდის დაფუძნება ივონ ჩუინარს უკავშირდება. პირველი მაღაზია მან ვენტურაში გახსნა და სანამ ტანსაცმლის საწარმოო ხაზს შექმნიდა აქტიური სპორტისთვის, მთაზე საცოც სპეციალურ აღჭურვილობას ყიდდა.
დღესდღეობით, Patagonia ისეთ სალაშქრო პროდუქტებსაც ქმნის, როგორიცაა საკვები კემპინგისთვის, საძილე ტომრები და ზურგჩანთები. 2017 წელს, ბრენდმა მდგრადი კონცეფციის მხარდაჭერის ფარგლებში, მეორეული სამოსის კონცეპტ შოურუმი მოაწყო, სადაც მომხმარებელს საშუალებას აძლევდა, დაებრუნებინათ Patagonia-ს ბრენდის პროდუქტი, ახლის შეძენისას.
Patagonia გარემოსდაცვით აქტივობებსა და კამპანიებში აქტიურად მონაწილეობს და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც მას გამოარჩევს. კომპანიის სახელს განსაკუთრებული ამბავი უკავშირდება. საქმე ისაა, რომ 50-წლიანი მმართველობის შემდეგ, ივონ ჩუინარმა კომპანიის დატოვება გადაწყვიტა.
თუმცა, კომპანიის გაყიდვის ნაცვლად, მან და მისმა ოჯახმა სამ მლრდ დოლარად შეფასებული კომპანია სანდო არაკომერციულ ორგანიზაციას გადასცა. შეთანხმების თანახმად, კომპანიის სრული მოგება, $100 მლრდ სრულად ხმარდება კლიმატის ცვლილებისგან დაცვას, მთელი მსოფლიოს გაშემო. ეს იყო მტკიცე და დასამახსოვრებელი ნაბიჯი კომპანიის დამფუძნებლისგან, იმ კომპანიების გასაგონად, რომლებიც ბევრს საუბრობენ მდგრადი გარემოს შექმნაზე და პრობლემების გადაჭრაში სურთ საკუთარი წვლილის შეტანა.
კომპანიას თავისი მოთხოვნები აქვს იმ საწარმოების მიმართ, რომლებთანაც თანამშრომლობს. გამომდინარე იქიდან, რომ Patagonia-ს საკუთარი საწარმოები არ გააჩნია, მან შეიმუშავა კრიტერიუმები, რაც პარტნიორმა ქარხნებმა უნდა დააკმაყოფილონ – მან შეიმუშავა ქცევის კოდექსი, რომელიც ბავშვთა შრომას, შევიწროებას, ძალადობასა და ადამიანების უფლებების შემლახავ სხვა ფაქტორებს ეწინააღმდეგება და ქარხნებში მომუშავე ადამიანებისთვის ღირსეულ, სამართლიან სამუშაო გარემოს ითხოვს.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.