ინტერნეტ მაღაზია Allegro-ს ყოველი ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი საინტერესო და სასიამოვნო სანახაობაა. ფაქტია, რომ კომპანიას ხარისხიანი, მრავალფეროვანი და სწრაფი მომსახურების გარდა, არც შემოქმედობითობა აკლია. ამჯერად, ინტერნეტ მაღაზიის სერვისები პატარა საყვარელ ბიჭს დასჭირდა, რომელმაც ზაფხულში ფულის შეგროვება თავისი ხელით მომზადებული ლიმონათის გაყიდვით გადაწყვიტა. თუმცა, არც თუ ისე კარგად მომზადებულს, თანაც ლამაზი კონკურენტების გვერდით პირველი ნაბიჯები წარუმატებელი გამოუვიდა. საბედნიეროდ, მთავარი გმირის დამ კარგად იცის Allegro-ს შესაძლებლობები და ძმის დასახმარებლად სწორედ იმ დეტალს შეუკვეთავს, რაც მათთვის წარმატებული საზაფხულო “ბიზნესის” საწინდარი გახდება და გემრიელი ლიმონათის მსურველთა გრძელ რიგს დააყენებს. ამჯერად, Allegro-სთვის სარეკლამო ვიდეორგოლის შექმნაზე სააგენტო Bardzo-მ იზრუნა.