in

როგორ უნდა პოზიციონირდნენ პატარა ბრენდები „გადატვირთულ“ ბაზარზე?

ბიზნესში ყველაფერი კონკურენციას ეხება. თუმცა როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ჩვენს ინდუსტრიაში დიდ მოთამაშეებთან გვიწევს შეჯახება? შესაძლოა, პატარა თევზად ყოფნა ის იყოს, რაც მეორე ადგილზე ყოფნის უპირატესობას მოგანიჭებთ. დააკვირდით იმ სიტუაციებს, სადაც ბრენდებს დიდი საბაზრო წილი აქვთ, მაგალითად Gillete-ს 70%-ზე მეტი — როცა კონკრეტულ კატეგორიაში ერთი გიგანტი არსებობს, საკუთარი თავის მეორედ დასახელება, შესაძლოა, წარმატების გასაღები გახდეს. 

ამ აზროვნების მიღება კი პრობლემის სწორად დანახვით იწყება. როცა ვაანალიზებთ კონკურენციას, ხშირად მიდრეკილნი ვართ, რომ ყველაფერს თანაბრად შევხედოთ, თუმცა უმეტესად, კონკურენცია თანაბარ პირობებში არ მიმდინარეობს. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ერთი ბრენდი ადამიანების ყურადღების 80%-ს იპყრობს. თითქოს, ეს ბრენდი კატეგორიის კონვენციებს აწესებს. აქ კი გახსოვდეთ, რომ ყველა ძლიერ მხარესთან იმალება რაღაც სისუსტე, უბრალოდ უნდა აღმოაჩინოთ იგი და თავგადასავლად აქციოთ. 

გამოდის, ჯერ მთლიანი სურათი უნდა გაიაზროთ, შემდეგ კი საკუთარ თავს დააკვირდეთ, დასვათ კითხვა, რაში შეგიძლიათ იყოთ საუკეთესო. ზოგადად კი, პატარა ბრენდები დაუკმაყოფილებელ საჭიროებებზე ზრუნავენ. ასეთი ბრენდები ხშირად წარმატებას მომხმარებლებზე ორიენტირებულობით აღწევენ და არა, რეკლამებზე. შესაბამისად, წარმატებაც იმ სტრატეგიის პოვნას ეხება, რომელიც ადამიანებს ემსახურება და არა — კონკურენციას. ამგვარად, თქვენი ხედვა კატეგორიაში პირველი ადგილის მოპოვებაზე მაღლა უნდა დააყენოთ და აირჩიოთ რაღაც, რაც განსხვავებულ გავლენას იქონიებს. 

თხრობა ამ მიმართულებით რომ გავაგრძელოთ, ყველაფერი ბრენდის სტრატეგიის მიზნის ირგვლივ აგებას ეხება, რაც მთლიან ბიზნესზე იმოქმედებს და მხოლოდ კონკურენციაზე არ იქნება ფოკუსირებული. თავიდან Nike-მაც კი Adidas-ის დამსხვრევის გეგმით დაიწყო, თუმცა თავისი პოზიცია making everyone an athlete-ით წარმოგვიდგინა და, შესაძლოა, თავდაპირველ მიზანსაც მიაღწია — გაკვეთილი: საუბარი ადამიანებთან დაიწყეთ და არა, კონკურენტებთან.

მსგავსად, როცა საქმე მეორე ადგილის უპირატესობას ეხება, აშკარაა, რომ წარმატების რეცეპტი განსხვავებულია. ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როცა საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად დაიწყებთ ბრძოლას, არ აედევნოთ დიდ თევზებს. უბრალოდ, იმ თევზს დააკვირდით, რომელიც უკვე გყავთ, ჩამოაყალიბეთ თქვენი მიზანი, იპოვეთ თქვენი ადგილი სექტორში და რაც ყველაზე მთავარია, მოუსმინეთ თქვენს აუდიტორიას. შემდეგ კი, ვინ იცის? შესაძლოა, ერთ დღეს მომხმარებლებმა ყველაზე მეტად შეგიყვარონ…

ORS PAIR: ბრენდისა და მარკეტინგის ახალი სტრატეგიული სააგენტო, გააზრებული ურთიერთკავშირების ძიებაში

მეცნიერებმა ხელოვნური სარქველი შექმნეს, რომელიც სხეულთან ერთად იზრდება