პატარა გოგონებს ხშირად დიდი ოცნებები აქვთ ხოლმე. თუმცა, როგორც წესი ცხოვრება და სამწუხარო რეალობა მათ ოცნებებს წარსულში დარჩენილ ბავშვურ გატაცებად აქცევს. საბედნიეროდ არსებობენ ბრენდები, რომლებიც ცდილობენ ასეთი პრობლემების მოგვარებას. მაგალითად, Microsoft–მა გადაწყვიტა ახალი კამპანია წამოეყო, რომლითაც ის პატარა გოგონებს მეტ მოტივაციას და ოცნებების ასრულების იმედებს გაუმძაფრებდა. 1:30 წთ-იან ვიდეორგოლში, რომელიც სპეციალურად ამ კამპანიისთვის შეიქმნა, ბრენდი გვაცნობს ბავშვებს საოცარი ოცნებებით. ზოგს ძუძუს კიბოს სამკურნალო წამლის აღმოჩენა სურს, ზოგს გლობალური დათბობის და გარემოს დაბინძურების პრევენცია ამოძრავებს, მოკლედ რომ ვთქვათ, ვიდეორგოლის გმირებს სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი აქვთ.
https://www.youtube.com/watch?v=yjahbGqZu6U
თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს სამწუხარო სტატისტიკა, მსოფლიოში ქალბატონების მხოლოდ 16% ახერხებს შესაბამისი კვალიფიკაციის განათლების მიღებას. მიუხედავად ასეთი დაბალი მაჩვენებლისა, Microsoft–ი მაინც ცდილობს საკუთარი წვლილის შეტანას და გეგმავს, ყველანაირად დაეხმაროს ასეთ ბავშვებს.