in

პატარა თბილისი 2017 – ფოტოალბომი, რომელიც დაეხმარება პალიატიურ ჰოსპისს “ციცინათელების ქვეყანა”

“პატარა თბილისი 2017” არის ფოტოების კრებული, რომელშიც გამოქვეყნდება 300-მდე ბავშვის ფოტო. ფოტოსესიებს კანდიდატებისთვის რამდენიმე ცნობილი ფოტოგრაფი მოაწყობს. გადაღებები ჩატარადება თბილისის ლამაზ უბნებში, სხვადასხვა ლოკაციებზე, რის შემდეგაც, კრეატიული გუნდის მიერ შეირჩევა საუკეთესო ფოტოები, რომლებიც განთავსდება ფოტოალბომში.

 

პროექტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ კრებული იქნება ერთ-ერთი ყველაზე სასურველი კატალოგი მონაწილეთა ოჯახებში, რომელიც გადაეცემა თაობებს. მის შექმნაში ჩაერთვებიან ისეთი წარმატებული ფოტოგრაფები, როგორებიც არიან გოგა ჩანადირი, ლუიზა ჩალათაშვილი, სანდრო ბიბლიოთეკარი.

ასევე, ორგანიზატორების თქმით, პროექტის განხორციელების ყველაზე დიდი სტიმულია იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ეს სჭირდება! პროექტის ამბიციური გეგმაა შეაგროვოს 30,000 ლარი უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. ამიტომ, მოგების 100% მოხმარდება საქართველოში პირველ და ერთადერთ ბავშვთა პალიატიურ ცენტრს “ციცინათელების ქვეყანა”.

ამ მიზნის მისაღწევად პროექტში მონაწილეობა ფასიანია (მინიმალური კონტრიბუცია შეადგენს 180 ლარს). ამასთან, საქველმოქმედო ორგანიზაცია რიონი ჩერითის საბანკო ანგარიში ღია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი, პირისთვის. მისი ამონაწერის ნახვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფილიალებში.

რიონი ჩერითის შესახებ:

ფონდი “რიონი ჩერითი” (Rioni Charity) დაფუძნდა 2017 წლის აგვისტოში და მიზნად ისახავს საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის: განათლების, მარტოხელა მრავალშვილიანი დედების დახმარების და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით.

რა ხდება, როცა ავტომობილებს მოუხერხებელი ჯამბაზები მართავენ? – Audi-ს ვიდეორგოლი

კაცი, რომელიც პარიზში ტურებს ქართულად ატარებს!