in

“Amazon”-ის ახალი პატენტი, ბლოკის ყურით მოხსნა

როგორც თითის ანაბეჭდია უნიკალური, ასევეა ადამიანის ყურიც. ბევრ გაჯეთზე კოდის ახსნა თითის ანაბეჭდითაა შესაძლებელი და რატომ არ უნდა ხდებოდეს ანალოგიური ყურის შემთხვევაშიც.

“Amazon”-მა “PatentYogi”-ს ტექნოლოგია დააპატენტა, რომელიც წარმოებაში ჩაშვების შემთხვევაში შემდეგნაირად იმუშავებს: ტელეფონი მიგაქვთ ყურთან და ფრონტალური კამერა ყურის ნიჟარას აფიქსირებს. მონაცემების ჩამახსოვრების შემდეგ საკმარისია მხოლოდ ტელეფონი ყურთან მიიტანოთ და ზარს ავტომატურად უპასუხებთ. ამის გარდა, თქვენ აღარ მოგიწევთ ხმის აწევა/დაწევა, “PatentYogi”-ის ტექნოლოგია ხმის სიმძლავრეს თვითონ დაარეგულირებს.

ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინფორმაცია “Amazon”-ის მოსალოდნელი სიახლის შესახებ.

“მეგობრებო, არა, ასე არ იქცევიან!” – თეიკო ლომინაძე

დაბეჭდილი “Wikipedia” საგამოფენო ექსპონატად იქცა