in

პატიების უნარი თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა — კვლევა

დაფიქრდით, შეგიძლიათ პატიება? მიუხედავად იმისა, რომ მიმტევებლობაზე უფრო მეტად რელიგიაში საუბრობენ, ახლახან აღმოაჩინეს, რომ ეს ჩვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის სასარგებლო სტრატეგიაც კი შეიძლება იყოს. კვლევა 5 ქვეყანას მოიცავდა — იქ, სადაც პატიება ისწავლება და პრაქტიკაშიც გამოიცდება, შედეგად უკეთეს მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას ვიღებთ.

M2
M2

ფსიქოლოგი ევერეტ უორთინგთონი კი ადამიანებს სამუშაო წიგნებს სთავაზობს, რათა საშუალება მისცეს მათ, გამოიკვლიონ სიბრაზისა თუ წყენის გრძნობები და მათგან თავის დაღწევაც მოახერხონ. უახლესი ვერსიის უფასოდ გადმოწერას თავადვე შეძლებთ და იგი 5 ენაზეა ხელმისაწვდომი. ამგვარად, 2 საათში მეტად მიმტევებელი ადამიანიც კი შეიძლება გახდეთ…

შერჩევით კვლევაში, რომელიც 4598 ადამიანს მოიცავდა ჰონგ-კონგიდან, ინდონეზიიდან, უკრაინიდან, კოლუმბიიდან და სამხრეთ აფრიკიდან, მონაწილეთა ნახევარს სწორედ მსგავსი სამუშაო წიგნის გამოყენება სთხოვეს 2 კვირის განმავლობაში — ამან წაახალისა მიმტევებლობა და დეპრესიისა თუ შფოთვის სიმპტომებიც შეამცირა.

ჩვენ ვნახეთ, რომ მიტევების წიგნი პატიებისთვის და მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ. თუ კონკრეტული რესურსი ფართოდ გავრცელდება, მას მოსახლეობის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება, — აცხადებს ტაილერ ვანდერვილი, აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანაავტორი. 

კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც სხვებს პატიობდნენ, უკეთეს აკადემიურ შედეგებს აღწევდნენ, უკეთ ეძინათ და ნაკლებადაც შფოთავდნენ… 

თუმცა რა ხდება მაშინ, როცა პატიება შეუძლებლად გვეჩვენება? ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ამისთვის სწორი დრო და ადგილი შევარჩიოთ. Templeton World Charity Foundation-ის პრეზიდენტის ენდრიუ სეეაზინის თქმით, ის ეხმარება ადამიანებს, რომლებიც პატიობენ, ეხმარება მათ სხეულს და არ ნიშნავს იმას, რომ სამართალი არ უნდა ვეძებოთ, ეს არ ნიშნავს, რომ ამას შედეგები არ მოჰყვება.

დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით

პირველი ნაბიჯი პატიებისთვის უბრალოდ ამის გადაწყვეტაა. ადამიანი უნდა გათავისუფლდეს კონკრეტული ამბისგან იმისათვის, რომ ემოციურ მიმტევებლობას მიაღწიოს. ეს გაცნობიერებულ არჩევანს მოიცავს, რათა ცუდი დამოკიდებულება კარგით ჩაანაცვლოთ. თუმცა ე. წ. ემოციურ პატიებას ცოტათი უფრო მეტი დრო სჭირდება. 

უახლესი კვლევა კი მიტევების REACH მეთოდზე იყო ფოკუსირებული, რაც გულისხმობს: 

  • გახსენებას — აქ ტკივილის გახსენება იგულისხმება, კონკრეტულ ამბავს ობიექტურად შეხედეთ და ნუ ეცდებით თქვენი გრძნობებისგან თავის დაღწევას
  • ემპათიას — გამოხატეთ თანაგრძნობა დამნაშავის მიმართ, ოღონდ კონკრეტული ქმედების დაშვებისა და საკუთარ გრძნობებზე უარის თქმის გარეშე
  • ალტრუისტულ საჩუქარს — მიეცით პატიების ალტრუისტული საჩუქარი. იფიქრეთ იმ დროზე, როცა უხეში ან მკაცრი იყავით და აღნიშნეთ, რომ რაღაც ნაკლი ყველას აქვს. 
  • დაუშვით — მიიღეთ გადაწყვეტილება პატიების შესახებ, შეგიძლიათ დაწეროთ წერილი, რომელსაც არსად გაგზავნით, რათა ამის გაკეთებაში დაგეხმაროთ
  • შეინარჩუნეთ — დიახ, აქ პატიების გრძნობა უნდა შეინარჩუნოთ. შესაძლოა, მოგონებები არ შეიცვალოს, მაგრამ როგორ რეაგირებთ თქვენ ამ გრძნობებზე, კი…

კვლევამ აჩვენა, რომ ხანდახან პატიების ეფექტი შეიძლება გაფერმკრთალდეს, რაც პრაქტიკის მუდმივ საჭიროებაზე მიგვითითებს. ეს კი უკვე პატარა ნაბიჯებით ხდება — თუ ვინმე რიგს წაგართმევთ ან თქვენ მიმართ უხეში იქნება, მიტევების შესაძლებლობად მიიღეთ და აღნიშნეთ, რომ კონკრეტული, ცუდი ქმედება პერსონალური არ იყო.

პატიება არ ჭრის ყველა პრობლემას, მაგრამ იგი ათავისუფლებს, ეს სწორი პასუხია შეურაცხყოფაზე, — აცხადებს უორთინგთონი.

Პირველად საქართველოში – Ნაპოლის ოფიციალური ფორმა ექსკლუზიურად „ველიზეა”

მეტავერსისთვის სპორტული მანქანის კონცეფცია შექმნეს