in

ფრაზები, რომლებიც პატივისცემის მოპოვებაში დაგეხმარებათ

M2
M2

თუ პატივისცემა თვითშეფასებას გვიზრდის და მეტად პროდუქტიულს გვხდის, უპატივცემულობა საპირისპირო შედეგს გვთავაზობს, იმედგაცრუებამდე მივყავართ და სტრესის წყაროც ხდება. ამიტომ, ახლა იმ ფრაზებს გასწავლით, რომლებიც დამსახურებული პატივისცემის მოპოვებაში დაგეხმარებათ:

ვწუხვარ / მაპატიე — როცა სხვისგან პატივისცემის მოპოვება გინდათ, შესაძლოა, პირველი აზრად პატიების თხოვნა არ მოგივიდეთ, მაგრამ ეს კარგად მუშაობს. პასუხისმგებლობის აღებას ჰგავს, რითაც სასურველი მიზნის მიღწევაში გეხმარებათ.

ნება მომეცი, დავასრულო, რასაც ვამბობდი — თუ საუბარს ხშირად გაწყვეტინებენ, ამ მოკრძალებული ფრაზით, პირდაპირ ეტყვით, რომ სცენა თქვენია. 

ამ თემაზე საუბრისას კომფორტულად არ ვგრძნობ თავს — იმის მკაფიოდ თქმით, რაც გაწუხებთ, სხვა ადამიანებს აცნობებთ, რომ არ ეთანხმებით კონკრეტულ ქმედებას და ამისგან თავს განაცალკევებთ. ასე საკუთარ გრძნობებსაც ეუფლებით და კომფორტულადაც გრძნობთ თავს მათი გაჟღერებით. 

მადლობა შენი პერსპექტივის გაზიარებისთვის, ახლა ნება მომეცი, ჩემი გაგიზიარო — ასე სხვას ეტყვით, რომ საკუთარი ხედვა გაქვთ, ემოციურ ინტელექტსაც აჩვენებთ და თანამშრომლობის ტონიც გექნებათ ისე, რომ თქვენი პოზიციაც შეინარჩუნოთ. 

დრო მჭირდება ამ გადაწყვეტილებაზე საფიქრელად — რაღაცების გადაწყვეტისას ამოსუნთქვის საშუალებას მოგცემთ და სხვებს აცნობებს, რომ პატივი უნდა სცენ თქვენი ფიქრის პროცესს. შესაბამისად, არც უნდა დაგაჩქარონ. ასე ადამიანებს ეტყვით, რომ რაღაცებს ზედაპირულად კი არ განიხილავთ, არამედ სიღრმისეულად ფიქრობთ მასზე. 

ეს არღვევს ჩემს საზღვრებს — პატივისცემის მიღების კუთხით საზღვრები უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, აუცილებელია, დაიცვათ იგი და თუ რაღაც საზიანო იქნება თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის, არ გააკეთოთ. როცა სხვები უპატივცემულოდ მოგექცევათ, შეგიძლიათ, ამაზე პირდაპირ მიუთითოთ და სიტუაცია ფაქტობრივად აღუწეროთ:

ხმას აუწიეთ და ეს ჩემთვის მიუღებელია, შეგიძლიათ ხმას დაუწიოთ? თუ არადა, საუბარი მოგვიანებით გავაგრძელოთ.

ამას ველი შენგან — როცა თანამშრომელს, შვილს ან  სხვა მნიშვნელოვან ადამიანს ესაუბრებით, ამ ფრაზას სიცხადე და ურთიერთგაგება შემოაქვს საუბარში. მკაფიო მოლოდინები სხვა ადამიანს საშუალებას აძლევს, თქვენს სურვილებსა და საჭიროებებს მიაგოს პატივი. 

ამის გაკეთება არ შემიძლია — ზედმეტი ვალდებულებების აღება სხვებს თქვენი დროის კონტროლის შესაძლებლობას სთავაზობს. სტრესამდე, დაღლილობამდე და შფოთვამდეც კი შეიძლება მიგიყვანოთ. ამიტომ, როცა კონკრეტული საქმისთვის დრო არ გყოფნით, ნათლად განაცხადეთ ამის შესახებ — ასე სხვებს თქვენი დროის პატივისცემისკენ უბიძგებთ.

ვაფასებ, რომ გესმის — კეთილგანწყობას აჩვენებს  და ადამიანებს შორის ურთიერთობებს აუმჯობესებს, შესაბამისად, ნდობის მოპოვებაშიც გეხმარებათ და ასე თანამშრომლობაც მარტივდება. 

გეტყვი თუ შენი დახმარება დამჭირდება — როცა ვიღაც დახმარებას შემოგთავაზებთ, ამ მარტივი ფრაზით აცნობებთ, რომ საქმესთან გამკლავება დამოუკიდებლად შეგიძლიათ. 

ჩემი ბრალი იყო — საკუთარი შეცდომის აღიარება თქვენს პატიოსნებაზე მეტყველებს, ლიდერობის მაჩვენებელიცაა და უნარის, რომ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება შეგიძლიათ.

არა ზოგჯერ სრულყოფილი წინადადებაა, არც ახსნა გჭირდებათ და არც პასუხების გაცემა იმ კითხვებზე, რომლებიც თავს კომფორტულად არ გაგრძნობინებთ — სხვებმა კი ამას პატივი უნდა სცენ.

დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ იმ სიტუაციებიდან გამოსვლა, რომლებიც თავს უპატივცემულოდ გაგრძნობინებთ, დანებება არ არის, საკუთარი თავისადმი პატივისცემას გამოხატავს და ფაქტს, რომ თქვენს საზღვრებს პატივს სცემთ.

„მჯერა, რომ იქ, სადაც ღონისძიება არის POWERED BY WISSOL, ყველაფერი საუკეთესოდ ჩაივლის“ – მარიამ გოგოლაძე

Heineken გეძებს შენ! – გლობალური ბრენდი საქართველოში პორტფელის მენეჯერის პოზიციაზე ახალ ტალანტს ეძებს