in

როგორ დავიმსახუროთ თანამშრომლების პატივისცემა?

პატივისცემა არის ის რაღაც, რაც ავტომატურად არ მოდის. პატივისცემას უნდა დამსახურება. მით უფრო, როდესაც ლიდერის პოზიციაზე ხარ, იმპერატიულია, რომ ადამიანები, ვისთან ერთადაც მუშაობ, პატივს სცემდნენ შენს პიროვნებას, სამუშაო ჩვევებს, ინტელექტს, უნარებს და ა.შ. ქვემოთ ჩამოთვლილია ის მახასიათებლები, თუ როგორ უნდა დაიმსახურო სხვების პატივისცემა:

იყავი თავაზიანი
იყავი თავაზიანი ყოველთვის და ყველასთან – შენი ოჯახის წევრებიდან დაწყებული, შენს თანამშრომლებსა თუ მაღაზიის კონსულტანტთან. ეცი ადამიანებს პატივი და მოეპყარი ისე, როგორსაც ისურვებდი თავადვე. მაგალითად, დაუთმე ადგილი სხვას, გაუღე კარი შენს უკან მდგომს და ა.შ.

მოიქეცი საკადრისად
უპატივცემულო ქცევების ლიდერი მახასიათებლებია: თვალების გადატრილება, ვინმესთვის საუბრის უხეშად შეწყვეტინება… არ არსებობს შემტხვევა, როცა გამართლებული იქნება შენი ასეთი ქცევა. ამიტომ, ამგვარ უპატივცემულო ქცევებს სამუდამოდ უნდა დამეშვიდობო. ყველა იმსახურებს, რომ მოუსმინონ, მაშინაც კი, თუ არ ეთანხმებიან მის ხედვებსა და აზრებს.

უსმინე აქტიურად
მოსმენა არის აქტიური პროცესი და არ ნიშნავს, რომ კარგი ჟესტი იქნება მაინცდამაინც ის, თუ მოსაუბრის ამბავზე შენს საკუთარ ისტორიას მოჰყვები. დაუსვი მას კითხვები და მიეცი მოტივაცია, რომ მეტს მოგიყვეს.

იყავი კარგი დამხმარე
ადამიანები, რომლებიც მუდმივად, მზად არიან, სხვებს დაეხმარონ, იმსახურებენ არათუ პატივისცემას, არამედ სიყვარულს. მოძებნე საშუალებები, რითაც დაეხმარები სხვებს. სჭირდება თანამშრომელს, რომ დაეხმარო დიდ პროექტში? შეგიძლია, ვინმეს ჭიქა ყავა მოუმზადო, საკუთარი ინიციატივით?

ნუ გაბრაზდები
უკმაყოფილება და ბრაზი არავის ვნებს ისე, როგორც შენ. მიეცი საკუთარ თავსა და სხვებს შესვენების უფლება – აპატიე, შემდეგ კი, დაივიწყე. მართე შენი სიბრაზე.

იყავი ცვლილებებთან ადაპტირებადი
სიახლეებთან ძნელად შემგუებლობით, წინ ვერ წახვალ. გააანალიზე, რომ ევოლუციის პროცესი მოითხოვს ცვლილებებს. გაიზარდე, როგორც ადამიანი – ისწავლე ახალი უნარები, მიირე ახალი გამოწვევები, ხშირად გამოსცადე საკუთარი თავი და არ დაგავიწყდეს, რომ განვითარების პროცესში, რაღაც ეტაპზე მიღწეული პროცესი მიულოცო საკუთარ თავს.



სოფო ბალავაძე – #პირველისამსახური

„მეტრა პარკი“ – თბილისური უბნის ტრადიცია