in

„პატერნი” – ადგილი, რომელიც ქმნის თქვენს სილამაზეს

ჩვენი სტატიის მთავარი გმირისთვის სილამაზე უბრალოდ ესთეტიკასთან კი არ ასოცირდება, არამედ სულიერი ჰარმონიისთვის აუცილებელი პირობაცაა. თეონა გოგრიჭიანი ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: თავის მოვლა, სილამაზე, ესთეტიკა, ხარისხი…ამიტომ საქმიანობის სფეროც ისეთი აირჩია, რომლითაც თავის მოვლის ხარისხიან პროცედურებს შექმნიდა. 6 წლის წინ მან დააფუძნა სალონი, სახელად Nail Club Nutsubidze, რომლის იდეაც სილამაზის ქმნადობაში მონაწილეობის მიღებას ეყრდნობოდა.

ცოტა ხნის წინ სალონმა რებრენდინგი განახორციელა და „პატერნი” დაერქვა. რებრენდინგი გაფართოების შემდეგ დაიწყო, რადგან პატერნი უკვე მრავალფუნქციური სილამაზის ცენტრი გახდა. თავად ეს სიტყვა ქართულად მოდელს, რაღაცის ნიმუშს ნიშნავს და თეონა გვიხსნის, რომ მისი კომპანიის კონცეფციაც ამ ფილოსოფიას ეყრდნობა. 

ჩვენი ხედვით, „პატერნი“ ასახავს ჩვენი შინაგანი სამყაროს ნიმუშს, დამოკიდებულებების აღქმების, ღირებულებების, ქცევების ერთობლიობას, ჩვენი შინაგანი და გარესამყაროს ჰარმონიულ მოდელს. „პატერნი“, როგორც ადამიანის იდენტობის, მისი განმსაზღვრელი შინაარსების სიმბოლო, თვითგამოხატვის, თავდაჯერებულობისა და ამაღელვებელი სიმშვიდის მოდელი. მიგვაჩნია, რომ თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი უნიკალური პატერნი და ჩვენ ჩვენი საქმიანობით მათ სწორედ ამ პატერნის გამოხატვაში ვეხმარებით. გვჯერა, „პატერნი“ ყველა ცვლილებების მაძიებელი ადამიანის თავდაჯერებულობისა და სილამაზის თილისმა გახდება”, – გვეუბნება თეონა.

თუ რით არის პატერნი გამორჩეული ბრენდი, როგორ ახერხებს მაღალი თამასის ქონას საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში, ამ დეტალებზე რესპონდენტთან ერთად ინტერვიუს ნაწილში ვრცლად ვისაუბრებთ.

M: თეონა, პირველ რიგში, თქვენ შესახებ მოგვიყევით: როგორ აღმოჩნდით თავდაპირველად სილამაზისა და ესთეტიკის ინდუსტრიაში და როგორ გადაწყვიტეთ საკუთარი კომპანიის დაფუძნება?

ვცდილობ, ყველაფერში დავინახო სილამაზე. ასე ვიტყოდი – ზოგადად, ესთეტიკის შეგრძნებაც და მოთხოვნილებაც გამძაფრებული მაქვს. აქ მაინცდამაინც მხოლოდ ფემინურ სილამაზეს არ ვგულისხმობ –  მიყვარს და ვაფასებ ესთეტიკის ყველანაირ გამოვლინებას.

სწორედ ამ საკითხისადმი ჩემი დამოკიდებულებიდან გამომდინარე დაიბადა Pattern-ის იდეაც.  მიმაჩნია, რომ ყველა ქალი უნდა იყოს მოვლილი, რადგან ეს კარგი განწყობისა და თავდაჯერებულობის წყაროა. ჩემი ეს რწმენა გახდა ექვსი წლის წინ სალონის შექმნის ინსპირაცია, რადგან მინდოდა მაქსიმალურად მეტი ადამიანს დავხმარებოდი სილამაზის შექმნაში.

ეს არაა მარტივი ინდუსტრია – დიდი კონკურენციაა, თუმცა, ამასთან ერთად, მოთხოვნაც. შესაბამისად, თუკი ხარისხს დადებ, წარმატებაც თავისთავად მოდის. მთავარია შრომისმოყვარეობა, რომელიც დიდი რაოდენობით მაქვს. სხვანაირად ვერც იქნება, იმდენად მიყვარს ჩემი საქმე და „პატერნი“.

M: რა იყო თქვენი საწყისი მომსახურება და როგორ გაფართოვდა კომპანია იმისთვის, რომ დღეს „პატერნის” სახელით ფუნქციონირებდეს?

6 წლის წინ Nail Club Nutsubidze-ს სახელით შემოვედით ბაზარზე. სახელიდან გამომდინარე, ძირითადი აქცენტი ფრჩხილების მოვლაზე იყო გაკეთებული, რასაც შემდგომ დაემატა ვიზაჟი და ლაზერული ეპილაცია. თუმცა გაფართოებისკენ ისევ და ისევ მომხმარებლებმა გვიბიძგეს, რომლებიც კმაყოფილები იყვნენ ჩვენი მომსახურებით და სურდათ, ამავე ხარისხის სხვა სერვისებით სწორედ ჩვენთან ესარგებლათ. ასე დავიწყეთ მუშაობა გაფართოებაზე, რამაც გააჩინა რებრენდინგის საჭიროებაც – რადგანაც ეს სივრცე უკვე აღარ იყო მხოლოდ ფრჩხილების მოვლის კლუბი. დღეს Pattern ორი ფილიალით არის წარმოდგენილი ბაზარზე – ნუცუბიძის 77ვ-ში და მიცკევიჩის 27ა-ში. არ გადავაჭარბებ, თუკი ვიტყვი, რომ მომხმარებელი აქ პირველივე მოსვლისას რჩება მოხიბლული – გარემოთი, მომსახურებით, სპეციალისტებითა და კომუნიკაციით. გულწრფელად მეამაყება, რაც შევქმენი და ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ჩემი გუნდი და ლოიალური მომხმარებლები.

M: ეს ინდუსტრია საკმაოდ კონკურენტულია საქართველოში. თქვენ რას აკეთებთ იმისთვის, რომ თამასა ყოველთვის მაღალი გქონდეთ და მომხმარებელი მუდმივად კმაყოფილი დარჩეს?

ვცდილობ, სიახლეებს არასდროს არ ჩამოვრჩე. არ არსებობს განახლებული ტექნოლოგია, ინოვაციური მიდგომა, რომლის დანერგვასაც არ ვცდილობ ჩვენს სივრცეში. ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ მაღალპროფესიონალურ დანადგარებს, პერიოდულად, გუნდს პროფესიულ განვითარებასა და გადამზადებაში ვუწყობ ხელს. ამასთან, მუდივად ვცდილობ მომხმარებელთან მქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია – ყოველთვის ვარ საქმის კურსში, თუ რა მოსწონს ან არ მოსწონს მომხმარებელს და შემდეგ ქმედებებსაც სწორედ ამ უკუკავშირის მიხედვით ვგეგმავ. ეს არაა მარტივი პროცესი, თუმცა, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც მომხმარებელს ჰქონდეს კომფორტი, ასევე – ჩემი გუნდის ნებისმიერ წევრს. სწორედ ეს ქმნის იმ ჰარმონიას, რომელიც პირველივე წამებიდან თვალშისაცემია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

ზოგადად, ჩემი ხასიათის მთავარი შტრიხია, რომ არაფერი საშუალო დონის არ მომწონს – ყველაფერი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის. სწორედ ამ პრინციპით საგულდაგულოდ დავგეგმე და შევარჩიე თუნდაც ინტერიერის ყველა დეტალი, ნებისმიერ ტექნოლოგია. ვერც წარმოიდგენთ, რამხელა სიხარულია, როცა ამ შრომას ამდენი ადამიანი ხედავს და აფასებს. 

M: ახალი ფილიალის გახსნის შესახებაც მოგვიყევით: როგორ გადაწყდა, ლოკაცია რის მიხედვით შეირჩა, ამ ფილიალშიც ყველა სერვისია თუ არა სრულყოფილად და სხვა დეტალები…

გახსნიდან მალევე იმდენად გაიზარდა მოთხოვნა, რომ ხშირად მომხმარებლებს რამდენიმე კვირაც კი უწევდათ ლოდინი მომსახურების მისაღებად, შესაბამისად, გულწრფელები რომ ვიყოთ და ეს ბუნებრივიცაა, ეს იწვევდა უკმაყოფილებას. სწორედ ამ მოთხოვნის საპასუხოდ, დავფიქრდი მეორე ფილიალის გახსნაზე. იდეის განხორციელება პანდემიის პერიოდში დავიწყე, შევიძინე ფართი მიცკევიჩზე და დავიწყე ესთეტიკის ცენტრის კონცეფციაზე ფიქრი. ამაში მთელი რესურსი ჩავდე – ყველა დეტალს დიზაინერებთან, ბრენდმენეჯერებთან, გუნდის თითოეულ წევრთან გავდიოდი. ახალი ფილიალი აგვისტოს ბოლოს გაიხსნა და ყველა მომხმარებელი აღნიშნავს, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. აქ აბსოლუტურად ყველა სერვისს ვთავაზობთ მომხმარებელს და დატვირთვაც ბევრად მეტია, თუმცა მუდმივად ზრდის პროცესში ვართ და ვცდილობთ, მომსახურება ყველა ესთეტიკური სერვისით შევავსოთ. აქ გვაქვს ისრაელის წარმოების ლაზერული ეპილაციის აპარატი DPC სხივით, რომელიც პირველივე თვეშივე ისეთ შედეგს იძლევა, რომ მომდევნო პროცედურის ჩატარება 2 თვის შემდგომ გიწევს, ასევე, icoone, რომელიც მხოლოდ ხელზე ჩამოსათვლელ, რამდენიმე ობიექტში შეგხვდებათ საქართველოში და რომელიც მართლა საოცრებაა სხეულის კორექციის, რეაბილიტაციისა თუ რელაქსაციისთვის. რაც მთავარია, ყველა კადრი, როგორც იტყვიან, სანთლით ნაძებნი და უძვირფასესია. გარემო კი, ძალიან ჯანსაღი და მეგობრულია.

M: თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

რაც გადის დრო, კიდევ უფრო ვძლიერდები და ჩემი ამბიციებით ჯანსაღად დიდი ხდება. წლების წინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამ სფეროში ასეთი მზარდი ნაბიჯებით წავიწევდი წინ და შევქმნიდი ბრენდს, რომელიც ამდენი ქალისთვის და არა მარტო, თავდაჯერებულობასთან ასოცირდება. ზუსტად არ ვიცი, რა იქნება წლების მერე, თუმცა, რაც ვიცი, არის ის, რომ „პატერნი“ უფრო გაზრდილი იქნება, ისევ უმაღლესი ხარისხითა და მრავალფეროვანი მომსახურებით. ჩემი თავი სხვა სფეროში ვერც წარმომიდგენია – ეს არის საქმე, რომელიც მაბედნიერებს და მავსებს.

[R]

ღვინის ბრენდის „ტრანსფორმაციული“ განახლება

ხარვეზების სილამაზე — Colgate-ის ვიდეორგოლი