in

თბილისში ამერიკელი ხელოვანის, პატი სმითის წარმოდგენა გაიმართა

24 ოქტომბერს, Rooms Hotels-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, პროექტ CORRESPONDENCES-ის ფარგლებში, თბილისს პატი სმითი ეწვია. ამერიკელმა ხელოვანმა რუსთაველის თეატრში დამსწრე საზოგადოებისთვის წარმოდგენა გამართა — მან ერთ-ერთი ახალი ნაწარმოები წარადგინა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე შეგროვებული სიხშირეებით შექმნა და ქართველ არტისტებთან ერთად შეასრულა.

მსმენელს ასევე შესაძლებლობა აქვს, Soundwalk Collective-ისა და პატი სმითის კოლაბორაციულ აუდიოვიზუალურ გამოფენას თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში ესტუმროს.

ლეგენდარული არტისტი პატი სმითი პანკ როკის კლასიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პოეტი და მხატვარია, რომელიც ასევე ავტობიოგრაფიული ბესტსელერ „Just Kids”-ით არის ცნობილი, რომელიც ქართულ ენაზეც ითარგმნა. პატი სმითს ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან ენდი უორჰოლი, ბობ დილანი, U2 და სხვა.

პროექტი CORRESPONDENCES პატი სმითსა და Soundwalk Collective-ს აერთიანებს, რომელიც მხატვარ სტეფან კრასნეანსკისა და პროდიუსერ სიმონ მერლის თანამედროვე ხმის ხელოვნების პლატფორმაა. ისინი იკვლევენ სამყაროში მომხდარ პროცესებს, რომლებსაც ბგერებით აცოცხლებენ მუსიკაში. სხვადასხვა დროს კოლექტივს წარმატებული პარტნიორობა ჰქონდა რეჟისორ ჟენ ლუკ გოდარდთან, მომღერალ შარლოტ გაინბურგთან და ისეთ მულტიფუნქციურ სივრცეებთან, როგორიცაა Centre Pompidou, Berghain და სხვა.

წარმოდგენას ასევე მხარი დაუჭირეს VISA-მ და კოკა-კოლამ.

[პარტნიორის კონტენტი]

YouTube-ს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ფუნქციები ემატება

ნახეთ: როგორ ერთიანდება თანამედროვეობა ვან გოგის ნამუშევრებთან