in

ნახეთ: პოლ მაკ-კარტნის მიერ ასახული „ბიტლზების ეპოქა“

პოლ მაკ-კარტნის ფოტოსერია „1963-1964: Eyes of the Storm“ ბიტლზების ეპოქაში გვამოგზაურებს — დროში, როდესაც მთელი მსოფლიო ამ ჯგუფით იყო აღფრთოვანებული. 35 მმ-იანი კამერით გადაღებული, ძირითადად შავ-თეთრი ფოტოები ლივერპულში, ლონდონში, პარიზსა და ნიუ-იორკში მოგზაურობის კარებს ასახავს. მთლიანობაში, ეს არის როგორც ისტორიული არქივი, ისე ოთხი ახლო მეგობრების მნიშვნელოვანი ეტაპების ფოტოალბომი…

BOG
BOG

„1964 წლის თებერვალში ნიუ-იორკში პირველად ჩამოსვლის შემდეგ, პოლ მაკ-კარტნიმ შექმნა ძლიერი, მარადიული კავშირი ქალაქთან. მისი ცოცხალი ფოტოები The Beatles-ის პირველი ვიზიტიდან ასახავს ქალაქის ენერგიას, ამერიკელი თაყვანისმცემლების აღფრთოვანებას და ჯგუფის, როგორც ცნობილი ადამიანების სტატუსს. გარდა ამისა, ფოტოებში ნათლად ჩანს ბიტლზის მხიარულება, ცხოვრებით ტკბობა. ჩვენ კი, ამ ფოტოების ყურებისას ვგრძნობთ, რომ არაჩვეულებრივი მოვლენების ცენტრში ვექცევით“, — ამბობს კეტრინ ფუტერი, აღნიშნული ფოტოსერიის გამოფენის კურატორი ნიუ-იორკში.

Google ახალ AI Art Generator-ს უშვებს

ეკატერინე ქადაგიშვილი – #პირველისამსახური