ICR ქართული საცალო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა, მუდმივად იკვლევს მომხმარებლის სურვილებს და საჭიროებებს, რათა განავითაროს პროდუქცია, რომელიც მათთვის ყველაზე სასურველია. კომპანია მუდმივად ეძებს სიახლეებს და მომხმარებლებს მხოლოდ დროში გამოცდილ, მაღალი ხარისხის ბრენდებს სთავაზობს.
გვინდა სასიამოვნო სიახლე წარმოგიდგინოთ – „სტუდიო ფეხსაცმლის გალერეას” პორტფელში პოლ სმიტის ფეხსაცმელი გამოჩნდა! კერძოდ კი, პოლ სმიტის – PS ხაზი, რომელიც ბრენდის მეტად ახალგაზრდული და ავთენტური ვერსიაა, თან მეტად ხელმისაწვდომი იქნება ქართველი მომხმარებლისთვის.
პოლ სმიტი, ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული და ცნობილი დიზაინერი, რომლის ისტორიაც 1970-იანი წლების ბოლოს, ნოტინგემში, პატარა მაღაზიის გახსნით იწყება, დღესდღეობით 60-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და ინოვაციური დიზაინით, უმაღლესი ხარისხის მასალებით გამოირჩევა.
მისი ფილოსოფია ხარისხისა და დეტალების მიმართ უნიკალური მიდგომებით, იტალიური წარმოების უმაღლესი სტანდარტების შესაბამის მემკვიდრეობას ქმნის.
მისი დიზაინი ყოველთვის სრულყოფილია – რაც ბრენდის, მსოფლიო მასშტაბით, უდიდესი წარმატების გარანტია.
პოლ სმიტის დიზაინი ცნობილია თავისი უნიკალური კომბინაციით კლასიკურ და თანამედროვე ელემენტებს შორის. იგი მუდმივად გთავაზობთ ინოვაციურ და კლასიკურ სტილის შესანიშნავ ჰარმონიას, ყურადღებას ამახვილებს მოდის, ხელოვნებისა და მუსიკის სფეროში არსებულ ტენდენციებზე. ბრენდის კორპორაციული ფილოსოფია ეფუძნება პოზიტიურობას, ცნობისმოყვარეობასა და კრეატიულობას, რაც აშკარად გამოიხატება თითოეული პროდუქტის დიზაინში.
პოლ სმიტის ფეხსაცმელი, რომელიც ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მოთხოვნად პროდუქტად იქცა, გამოირჩევა კრეატიულობითა და დახვეწილი დეტალებით. ბრენდმა ფეხსაცმლის დიზაინის სფეროში ახალი ტენდენციების წარმოქმნით სტაბილურად შეინარჩუნა პოპულარობა. მისი ფეხსაცმელი კლასიკური ელემენტების და თანამედროვე დიზაინის ჰარმონიული კომბინაციით არა მხოლოდ მოდურია, არამედ კომფორტული და გამძლეც.
[R]