14
May
2019

„პ’აუზა“ – სპა – ცენტრი „შერატონში“

14 May 2019

სპა – ცენტრი „პ’აუზა“ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ პირველ სართულზე მდებარეობს. როგორც მისი წარმომადგენლები ამბობენ, 1500 კვ.მ.-იანი ფართობის ყოველი მეტრი მაქსიმალურადაა ათვისებული, თითოეული დეტალი და მომსახურება კი უმაღლესი ხარისხისაა. ცენტრი 6:00-დან 23:00 საათამდე მუშაობს.

 

„ეს არ არის უბრალოდ კომფორტული სივრცე რელაქსაციის და გაახალგაზრდავების პროცედურებისთვის, არამედ მთელი ფილოსოფიაა, რომელიც თქვენს ორგანიზმს ქალაქის სწრაფი ტემპის, დღის არასწორი რეჟიმის, აგრესიული ეკოლოგიური გარემოსa და სტრესების შემდეგ, გონზე მოიყვანს და სულს მოათქმევინებს“.

სპა – ცენტის წარმომადგენლების თქმით, პირველი, რაც მისულ სტუმარს თვალში მოხვდება, პერსონალის კულტურა და კლიენტებთან დამოკიდებულებაა.

„მასპინძლები წარმოგიდგენენპ’აუზას“ მრავალფეროვან მენიუს და დეტალურად გაგაცნობენ პროცედურების არსს თუ დანიშნულებას. რა თქმა უნდა, თითოეული კლიენტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომაა. სპა – ცენტრის თერაპევტი, სურვილისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სპეციალურად თქვენთვის შეადგენს პროცედურების პაკეტს“.

სპა – ცენტრში, მომხმარებელს, რამდენიმე ტიპის მასაჟს სთავაზობენ.

  • კლასიკური შვედური მასაჟი – მოგიხსნთ დაძაბულობას, კუნთების ტკივილს;
  • ღრმაწერტილოვანი მასაჟი – ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ფიზიკური ძალების აღდგენას;
  • ლიმფის მანუალური დრენაჟი – სხეული სასწაულებრივად იწმინდება ტოქსინებისგან;
  • თავის და კისრის მასაჟი;
  • ცხელი ქვების მასაჟი (სტოუნთერაპია);
  • მასაჟი ფეხმძიმეებისთვის – ეს თქვენ კანს არა მარტო ატენიანებს და კვებავს, არამედ ნაყოფსაც არგებს;
  • სახის მასაჟი – დაბერების საწინააღმდეგო მკურნალობა პრო -კოლაგენით; სახის აჭიმვა და კონტურის გასწორება; მაღალეფექტური მკვებავი სახის მასაჟი; მგრძნობიარე კანის დამამშვიდებელი მასაჟი; პრობლემური ცხიმიანი კანის დამშვიდება; დინამიკური პილინგი, რომელიც მთელი რიგი ფერმენტებით ხელს უწყობს კანის განახლებას.
  • Spa Duo – არომათერაპიული მასაჟი და მაღალეფექტური მკვებავი სახის პროცედურა წყვილების ოთახში.

 

როგორც სპა – ცენტრში ამბობენ, აქვე ხელმისაწვდომია აბანო ჰამამის რიტუალი

  • თურქული ჰამამი – უნიკალურ რიტუალი სურნელოვანი ქაფით, ექსფოლიანტით, თეთრი თიხის ნიღბით შეხორცების ეფექტით და ქსოვილებში ღრმად შემღწევი ზეთებით;
  • მაროკოული ჰამამი – პიტნის, ევკალიპტისა და დაშაქრული ლიმნის წმინდა მაროკოული სურნელით. ატლასის მთებში მოპოვებული ღასულის თიხითა და არგანის ზეთით;
  • საამიროების ჰამამი – არაბული ყავისა და ზაატარის სურნელით, უდაბნოს აქლემის რძითა და დაბერების საწინააღმდეგო ზეთებით;

სპა – ცენრში არის ქართული ჰამამის რიტუალიც – „ქართული სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებული ნაზი ექსფოლიანტის თავბრუდამხვევი სურნელითა და ადგილობრივი თიხით“.

 

როგორც „პ’აუზას“-ს წარმომადგენლები ამბობენ, მომხმარებლებს სხვა მომსახურებებსაც სთავაზობენ:

  • სხეულის დატენიანება და დაჭიმვა – თეძოების, ბარძაყების, მუცლისა და მკლავების გასამკვრივებლად.
  • სხეულის გაძლიერება ცხელი მინერალებით – ტოქსინების გამოდევნის შედეგად კანი გაჯანსაღდება, ხოლო ნივთიერებათა ცვლა დაბალანსდება.
  • ქართული წაბლის თაფლისა და მარილის სკრაბი – ამ პროცედურის შემდეგ, რომელიც მხოლოდ 40 წუთი გრძელდება, კანი ახალგაზრდულ და ჯანსაღ ბზინვარებას იძენს.
  • დეტოქსიკაცია ფარსმანდუკით – იგრძენით, როგორ ქრება ტოქსინები მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი დეტოქსიკაციის შედეგად;
  • ხელებისა და ტერფების სპა-მოვლა 
  • ზრუნვა მამაკაცებზე – სპეციალური პროცედურები მამაკაცებისთვის;
  • ინდივიდუალური ან ჯგუფური ვარჯიშები  და ინსტრუქტორი „პ’აუზას“ სატრენაჟორო დარბაზში

როგორც სპა – ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, მათი უპირატესობა პროფესიონალი სპეციალისტები და მრავალფეროვანი სერვისებია.

„დღეს SPA პროცედურები უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. თბილისელებიც უკვე დიდია ხანია, განებივრებულები არიან სპა სალონებით, თუმცა ის, რაც „პ’აუზას“ გამოარჩევს, მრავალფეროვნება და აქაური სპეციალისტების მიერ ორგანიზმის სიჯანსაღისთვის შემუშავებული 4 პრინციპია: მოძრაობა, აღდგენა, ცნობიერი და შეხება. სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით არის შედგენილი „პ’აუზას“ მრავალფეროვანი და უნიკალური პაკეტები, რომლებიც ნებისმიერ გემოვნებასა და კაპრიზს დააკმაყოფილებს. ყველა პაკეტი მოიცავს საუნის, ორთქლის აბაზანების, ჰამამის, გაყინული წყლის, ღია და დახურული აუზების, ძლიერი ნაკადის მქონე შხაპის, სავარჯიშო დარბაზის გამოყენებასა და გაკვეთილებს“.

მათივე თქმით, პროცედურების შემდეგ დასასვენებლად, ცენტრში, სპეციალური სარელაქსაციო ზონებია.

„სადაც სასიამოვნო სურნელი იფრქვევა და შესაბამისი მუსიკა ჟღერს. აქვე გაგიმასპინძლდებიან სხვადასხვა მცენარის არომატულ ჩაით, რომელიც გაჯერებულია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით და, რაც მთავარია, საოცრად გემრიელია“.

როგორც „პ’აუზაში“ ამბობენ, სპა – ცენტრში სახის და ტანის მოვლის გამორჩეული კოსმეტიკური პროდუქტებია.

„ვიყენებთ მხოლოდ ინდუსტრიის წამყვან ბრენდებს: „ელემისი“ – ეს არის №1 ბრენდი დიდ ბრიტანეთში.  მისი პროდუქტები მნიშვნელოვანი მეცნიერული მიღწევების შედეგია. ისინი გაჯერებულია ჩვენი პლანეტის საგანძურიდან აღებული ბიოაქტიური ელემენტებით და ადამიანისა და ბუნების კავშირის საუკეთესო მაგალითია. „ჰამამი“ – ეს არის ცოცხალი ინგრედიენტების კომბინაცია, ნატურალური კოსმეტიკა, რომელიც დამზადებულია მაროკოს უდაბნოში მოპოვებული მცენარეებით, ტექნოლოგია კი ადგილობრივების უძველეს სილამაზის რეცეპტებზეა დაფუძნებული“. ასე რომ, აიღეთ პ’აუზა. მიეცით თავს უფლება, ამოისუნთქოთ, განიტვირთოთ და აივსოთ ახალი ენერგიით.“

 

[R]

განხილვა