in

მუსიკაში პაუზის ინტერვალები ტვინის იმავე აქტივობებს იწვევს, როგორსაც ბგერების მოსმენა

მუსიკა უფრო მეტია, ვიდრე სენსორული გამოცდილება

ჟურნალ Neuroscience-ში გამოქვეყნებული რამდენიმე კვლევის თანახმად, მუსიკაში პაუზის ინტერვალები ტვინის იმავე აქტივობებს იწვევს, როგორსაც ბგერების მოსმენა. შედეგები ცხადყოფს, რომ ტვინი მაშინაც კი განაგრძობს მუსიკაზე რეაგირებას, როდესაც ის შეჩერებულია. ამასთან, კვლევა ნათელ სურათს იძლევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ადამიანის სენსორული პროგნოზები.

მუსიკა უფრო მეტია, ვიდრე სენსორული გამოცდილება

როდესაც მუსიკას ვუსმენთ, ტვინი ცდილობს, წინასწარ განსაზღვროს რა მოხდება შემდეგ. სიურპრიზი კი, როგორიცაა ხმამაღალი ნოტი ან დისჰარმონიული აკორდი, ტვინის აქტივობას საგრძნობლად ზრდის.

რეალური სენსორული გამოცდილების საპასუხოდ წარმოქმნილი სიგნალისა და ტვინის სიგნალის ერთმანეთისგან გამოსაყოფად, მკვლევრებმა ელექტროენცეფალოგრამები (EEG) გამოიყენეს. ამგვარად მუსიკოსების ტვინის აქტივობა გაიზომა – როდესაც უსმენდნენ, ან თავად ასრულებდნენ ბახის საფორტეპიანო მელოდიებს.

მუსიკის წარმოდგენისას, მათი ტვინის აქტივობას საპირისპირო ელექტრული პოლარობა ჰქონდა, ვიდრე მოსმენისა, რაც ტვინის სხვადასხვა აქტივაციაზე მიუთითებდა. თუმცა იმავე ტიპის აქტივობა სიმღერის მდუმარე მომენტებშიც ფიქსირდებოდა.

შედეგების მნიშვნელობის ახსნისას, ჯოვანი დი ლიბერტომ, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა აღნიშნა: “დუმილისა და წარმოსახვითი მუსიკის დროს არ არსებობს სენსორული შეყვანა, ამიტომ ჩვენ მიერ აღმოჩენილი ნერვული აქტივობა მხოლოდ ტვინის პროგნოზებიდან მომდინარეობს, როგორიცაა ტვინის შიდა მუსიკალური მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩუმი დროის ინტერვალებს არ აქვს შემავალი ხმა, ამ ინტერვალებში ნერვული აქტივობის თანმიმდევრული ნიმუშები აღმოვაჩინეთ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ტვინი რეაგირებს როგორც მუსიკის ნოტებზე, ასევე დუმილზე”.

საბოლოო ჯამში ეს ხაზს უსვამს იმას, რომ მუსიკა უფრო მეტია, ვიდრე ტვინის სენსორული გამოცდილება. იგი ტვინს იმისათვის იყენებს, რომ მუდმივად შეეცადოს სამომავლო მუსიკალური ქმედებების განსაზღვრას. კვლევამ კი ამ პროგნოზირების პროცესით გამოწვეული ნერვული აქტივობა გამოავლინა – პროცესი ემყარება როგორც მუსიკის მოსმენას, ისე წარმოსახვას.

როგორც მკვლევრები ამბობენ, აღნიშნულ კვლევას მეტად ფართო მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, მუსიკის მოსმენისას EEG ჩაწერის რამდენიმე წუთის განმავლობაში შეგვიძლია, რამდენიმე სასარგებლო შემეცნებითი მაჩვენებელი მივიღოთ. ამას ის ფაქტი განაპირობებს, რომ მუსიკა ტვინის სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, დაწყებული სენსორული და პროგნოზირების პროცესებით, დამთავრებული ემოციებით.

და, რა თქმა უნდა, ყველას დიდებული ჯონი გვახსენდება!

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე კამპანიების მხარდასაჭერად, კონკურსი გამოცხადდა

iTechnics – 10 წელი თქვენი ემოციების გასაზიარებლად!