in

Pave Bank-ის მარკეტინგს ნანა გოგუაძე უხელმძღვანელებს

Pave Bank-ის მარკეტინგის მიმართულებას ნანა გოგუაძე ჩაუდგება სათავეში. ის უხელმძღვანელებს გუნდს, რომელიც საქართველოში პროგრამირებად კომერციულ ბანკინგს ავითარებს და კორპორაციულ კლიენტებს ემსახურება. ახალ პოზიციაზე ნანა გოგუაძის როლი გლობალური ფინტექ ბრენდის განვითარება და სტრატეგიული კომუნიკაციების მართვა იქნება. მისი პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი რთული ფინანსური პროდუქტების გამარტივება და ისეთი ნარატივის შექმნაა, რომელიც ტრადიციულ საბანკო სფეროსა და ციფრული აქტივების ინფრასტრუქტურას ერთმანეთთან დააკავშირებს.

ნანა გოგუაძის გამოცდილება ფინანსურ და ტექნოლოგიურ სექტორში მუშაობას აერთიანებს. მისი პორტფოლიო მოიცავს ბრენდის სტრატეგიასა და მსხვილმასშტაბიანი კამპანიების მართვას. Pave Bank-მდე ის Visa-ში კორპორატიული კომუნიკაციების ლიდის პოზიციას იკავებდა, უფრო ადრე კი საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია EY-ში (Ernst & Young) უფროსი ბიზნეს კონსულტანტი იყო. კორპორაციული საქმიანობის პარალელურად, ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მიწვეული ლექტორია.

რაც შეეხება თავად Pave Bank-ს, კომპანიამ, რომელიც ქართულ ბაზარზე გასული წლიდან ოპერირებს, ცოტა ხნის წინ 39 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. ამ რაუნდის შემდეგ ბანკის ჯამური დაფინანსება 44 მილიონ დოლარს აჭარბებს. ინვესტორებს შორის არიან ისეთი ფონდები, როგორებიცაა Accel Partners, Tether Investments და Quona Capital. ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 9 თვიდან 7 თვე კომპანიამ მოგებით დახურა. Pave Bank-ის სტრატეგია ტრადიციული ფინანსური სერვისებისა და ციფრული აქტივების ინფრასტრუქტურის გაერთიანებას გულისხმობს.

„მიხარია, რომ Pave Bank-ის გუნდს ვუერთდები მარკეტინგის ხელმძღვანელის როლში – ინოვაციურ ფინტექ ეკოსისტემაში, რომელიც ციფრული ბანკინგის მომავალს განსაზღვრავს“, – ამბობს ნანა გოგუაძე.

ალდაგმა 2025 წლის 9 თვეში მომხმარებლებს 75 მლნ ლარი აუნაზღაურა

IKEA-მ ახალ კოლექციაში ტექნიკა დეკორად აქცია