in

“საიდუმლო კუნძულიდან” Leavingstone-მდე – პავლე გაბრიჭიძის ისტორია

“ცხოვრება საკუთარი თავის პოვნა არაა, ცხოვრება საკუთარი თავის შექმნაა.” ბერნარდ შოუ.
ხშირად ამბობენ, რომ 90-იანების თაობამ, სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების გამო, ვერ იპოვა საკუთარი თავი, შესაფერისი საქმე, ვერ რეალიზდა ისე, როგორც მის ინტელექტუალურ რესურსს შეეფერებოდა. 90-იანების ბავშვების ბავშვობა ნამდვილად განსხვავებული და ისტორიულიც კია, თუმცა, მათ სულაც არ სჭირდებოდათ თავის პოვნა, მათ სჭირდებოდათ განათლება განვითარებისთვის, აზროვნებისა და შემეცნების მუდმივი პროცესი და ზოგმა მათგანმა სწორედ ეს გზა განვლო. მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რა გარემოს შეიმეცნებდნენ, რა ახდენდა მათზე გავლენას და საზოგადოებისთვის ამდენად რთულ პერიოდში, როგორ ხდებოდა მათი იდენტობის ფორმირება. ქვეყნის ეკონომიკისთვის თუ სოციალურ-პოლიტიკური ვითარებისთვის გარდამტეხი პერიოდი თითოეულ მოქალაქეზე აისახა, თითოეულმა მათგანმა კი სხვადასხვაგვარად გარდაქმნა ეს იმპულსი საკუთარ ცხოვრებაში და მას სხვადასხვა მიმართულება და გამოყენება მოუძებნა. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ადამიანს 90-იანებიდან, რომელმაც საკუთარი თავი შექმნა. კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის” ციფრული რეკლამირების მიმართულების ხელმძღვანელი – პავლე გაბრიჭიძე

ბავშვობა = ინტერესის სფეროების, იდენტობის ფორმირება

გავიზარდე სოფელში ბებია-ბაბუასთან, მშობლებისგან მოშორებით. იმ პერიოდში აქტიურად ვაპროტესტებდი ამ ამბავს, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – დამოუკიდებლობა მასწავლა. მეზობლად ჩემი ასაკის არავინ არ იყო, ამიტომ ძირითადად უფროს თაობებთან მიწევდა ურთიერთობა ან საკუთარი თავის თავად გართობა. ბნელ 90-იანებში, მით უმეტეს, უბავშვო სოფელში, გართობის ერთადერთი საშუალება წიგნები იყო. ამიტომ, დეიდა ასტრიდს და ძია ჟიულ ვერნს ვუმადლი ბავშვობის მეგობრებს. ზოგიერთთან დღესაც ვაგრძელებ ძმაკაცობას. მნიშვნელოვანი ძვრა ინჟინერმა სმიტმა მოახდინა, წიგნიდან “საიდუმლო კუნძული”. ამ წიგნის წაკითხვისას ალბათ 10 წლის ვიქნებოდი და ამ გმირმა საბოლოოდ განსაზღვრა ჩემი დამოკიდებულება სწავლის მიმართ. მივხვდი, რომ ნებისმიერი სახის ცოდნა სასარგებლოა, როდის რას გამოიყენებ ეს უკვე შემთხვევაზეა დამოკიდებული და ნებისმიერი პრობლემა/დილემა როგორ შეიძლება მიიღო მოცემულობად და გააგრძელო სვლა  დასახული მიზნისკენ.

განათლება = განვითარება

სკოლა ჭიათურაში დავამთავრე. სწავლის პროცესი ჩემთვის ბავშვობიდანვე საინტერესო იყო, მსიამოვნებდა ერთგვარი “თულების დამუღამება”, რომლის გამოყენებაც საჭირო დროს შემეძლო. შემდეგ, უკვე გზადაგზა ნათელი გახდა, რომ სწავლა ყველაფერს ცვლიდა, ცვლიდა ჩემს დამოკიდებულებას გარემოს მიმართ და იცვლებოდა სხვების დამოკიდებულება ჩემ მიმართ. ცოდნის მიღებასთან ერთად, ყველაფერი ხდებოდა უფრო შინაარსიანი და საინტერესო.. უნივერსიტეტს რაც შეეხება, თავისუფალი უნივერსიტეტის ESM ბიზნეს სკოლა დავამთავრე, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება = პროფესიული და პიროვნული ზრდა 

პირველი სამსახური კომპანია “მობიპეი” იყო, სადაც კორპორატიული კლიენტების გაყიდვების წარმომადგენლად ვმუშაობდი. ასაკით უფროს ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა და ჩემი გამოუცდელობის ფონზე, მიჭირდა გადამელახა ის სპეციფიკური დამოკიდებულება, რომელსაც ასაკობრივი სხვაობა ქმნიდა. თუმცა, აქ მუშაობით  დიდი გამცოდილება მივიღე: გამოწვევების მიღებასთან ერთად პასუხისმგებლობის გათავისებაც ვისწავლე.
შემდეგ, უკვე იყო ჩემს მეგობრებთან ერთად დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც ტაო-კლარჯეთის და ზოგადად, ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მასზე ზრუნვა იყო. ტაო-კლარჯეთის პირველად ნახვის შემდეგ გვინდოდა რაღაც მეტი გაგვეკეთებინა ამ მხარისთვის, გაგვეცნო რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის, რა კულტურული თუ ისტორიული ღირებულებების მატარებელი იყო ეს კუთხე და ჩაგვეყვანა იქ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა. არ გვინდოდა შემოწირულობების ხარჯზე არსებულიყო ჩვენი ორგანიზაცია, ამიტომ, ვგეგმავდით სხვადასხვა პროექტს, საიდანაც შემოსულ თანხას ფონდში ვრიცხავდით. რთული აღმოჩნდა ადამიანების დარწმუნება გამოგვყოლოდნენ. 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობდით, დილით თუ სხვადასხვა კომპანიაში შეხვედრაზე ვისხედით, საღამოს ქუჩაში ვყიდდით ბილეთებს. დიდმა ენთუზიაზმა, ბევრმა შრომამ და მონდომებამ შედეგი გამოიღო და არაერთი პროექტი განვახორციელეთ. აქ მუშაობით  ყველაზე კარგად გავიაზრე შრომის ფასი და დავრწმუნდი, რომ რისთვისაც სათანადოდ იშრომებ, ყოველთვის მიაღწევრამდენიმე კომპანიაში მცირეხნიანი მუშაობის შემდეგ კი აღმოვჩნდი „ლივინგსტონში” ედვერთაიზერად.

სწორი გადაწყვეტილება = წარმატება

ჩემი პირველი, წარმატები მომტანი გადაწყვეტილება თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაბარება იყო. მეორე კი „ლივინგსტონში” გადმობარგება.

უნარები = ინტერესები

მაინტერესებს არქეოლოგია, ფოტოგრაფია… როგორც უმრავლესობას – მოგზაურობა და კითხვა, განსაკუთრებით, ფანტასტიკური ჟანრის წიგნების.

კარგი გავლენა = ინსპირაცია

ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე მუდმივად მყავს ინსპირაციის წყარო და მათ შორის მხოლოდ ერთის და ყველაზე ძლიერის გამოყოფა გამიჭირდება, ამიტომ გავიხსენებ რამდენიმეს, ვინც აზროვნების ახალ საფეხურზე “გადამიყვანა”.
პირველი მძაფრი ინსპირაცია, როგორც ყველა ბავშვის შემთხვევაში, მშობელი იყო – დედაჩემი, ვინც თავიდან ფულსაც კი მიხდიდა წიგნის წაკითხვისთვის. მასწავლიდა რომ ცოდნა იყო ძალა, რითაც ყველაფერს შევძლებდი, რასაც მოვინდომებდი და რისთვისაც ვიშრომებდი.

უნივერსიტეტში სწავლა საერთოდ ახალი ტალღა იყო… ახალი მეგობრები და კახა ბენდუქიძე. ნებით თუ უნებლიედ გადავაფასე ბევრი შეხედულება, შევიცვალე დამოკიდებულება მოვლენების და გარემოს მიმართ. ამ პერიოდს უკავშირდება კახას ერთი ფრაზა “თუ რამე არ მოგწონს, თავად შეცვალე, სხვას რატომ ელოდები?!” ამას  მოჰყვა ჩემს უახლოეს მეგობრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსება, რომელიც ზემოთ ვახსენე.

შემდეგ იყო ბერნარდ შოუს სიტყვები “ცხოვრება საკუთარი თავის პოვნა არაა, ცხოვრება საკუთარი თავის შექმნაა.” და ფიქრები, როგორი მინდა ვიყო. გავხდი უფრო მიზანდასახული. მუდმივად ვფიქრობდი მომავალ მეზე, როგორი მინდოდა ვყოფილიყავი. ბევრი “მინდა” შევასრულე, ბევრიც ვერ, ზოგი კიდევ გზაში გადავიფიქრე .

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, შეიძლება ითქვას, რომ დაუსრულებელი ინსპირაციის პროცესი ჩემთვის უკვე 2 წელზე მეტია გრძელდება, რაც „ლივინგსტონში” მუშაობას, ფსიქო-ტექნოლოგიური სამყაროს საკრალური ენების სწავლას და მთავარ კიბერნავტს ვახოს უკავშირდება. 

პატარა კეთილი ბიჭის ამბავი, რომელიც სხვის დასახმარებლად შიმშილობდა – SOS Children’s Villages-ის ემოციური რგოლი

უსასრულო კოცნა Absolut-ის პროვოკაციულ ვიდეორგოლში