in

იცოდით, რომ შინაური ცხოველები მენტალური პრობლემების გადალახვაში გვეხმარებიან? — ემოციური კამპანია

BOG
BOG

ბევრი ჩვენგანი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს მარტო ებრძვის და ცდილობს, მხოლოდ საკუთარი თავის დახმარებით გადალახოს გარკვეული სირთულეები. PAWS NY-ის ახალი კამპანია კი გვაჩვენებს, რომ შინაური ცხოველები არა მხოლოდ შესანიშნავი კომპანიონები არიან, არამედ ძლიერი სამკურნალო საშუალებებიც გააჩნიათ.

უფრო კონკრეტულად, მენტალური გართულებების თვალსაზრისით შინაური ცხოველების როლის ხაზგასასმელად, PAWS NY-მ და Klick Health-მა გამოუშვეს The Bridge, გულისამაჩუყებელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ამ არსებების თანამგზავრობის უპირატესობას უსვამს ხაზს. რეალური ისტორიით შთაგონებულ ანიმაციურ ვიდეოზე Lightfarm Studios-მა იმუშავა.

რაც შეეხება სიუჟეტს, ის ასეთია: ოთხწუთიანი ვიდეო მოგვითხრობს მარტოხელა ნიუ-იორკელზე, რომელიც ყოველდღიური საქმიანობის ფონზე სუიციდურ აზრებს ებრძვის. უხეში, მკაცრი ილუსტრაციული სტილისა და ლურჯ-ნაცრისფერი კომპლექტების გამოყენებით, ფილმი გადმოსცემს ადამიანის შინაგან არეულობას და სულიერ მდგომარეობას. მთელ ვიდეორგოლს კი ფონად ლუ რიდის 1972 წლის ჰიტი, Perfect Day გასდევს.

რას უწინასწარმეტყველებენ Web3-ს 2023 წელს

წამლების ცხოველებზე ტესტირების კანონი იცვლება — FDA