Paxter არის პატარა ჩანთის მსგავსი კონტეინერი, რომელშიც პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ყველა ნივთი ეტევა. კბილის პასტასთან და ჯაგრისთან ერთად, მასში შესაძლებელია, შამპუნისა და საპნის ჰერმეტულად მოთავსება. ასევე, მაკრატლისა და სხვა ნივთების ჩაწყობა.
[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=QkIGVFwWQHk[/embedyt]
Paxter განსაკუთრებით მოსახერხებელია მოგზაურობისას. ის მცირე ზომისაა და რამდენიმე განყოფილება აქვს. ამიტომ, შესაძლებელია თხევადი საშუალებებისა და სხვა მყარი ნივთების ცალ-ცალკე განყოფილებაში მოთავსება.













