ლიბერთის ციფრული პლატფორმა Pay.ge ჯერ კიდევ 12 წლის წინ ამოქმედდა მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სახის გადახდების პროცესის გასამარტივებლად.
დროთა განმავლობაში, ვებგვერდი მცირე ცვლილებებს განიცდიდა, თუმცა 2022 წლის ბოლოს ლიბერთის გუნდმა მისი სრულიად განახლება გადაწყვიტა.
დღეს გადახდების ახალმა პლატფორმამ, Mastercard-თან პარტნიორობით, მის მომხმარებლებს განსაკუთრებული პირობა შესთავაზა: 1-ელი მარტიდან PAY.GE-ის ყველა სერვისზე, ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით გადახდისას 0% საკომისიო.
„PAY.GE-ის მთავარი მიზანია, დაეხმაროს ყველას, ვისაც მარტივად და სწრაფად სურს საჭირო გადასახადების დაფარვა. ამ მიზნის მიღწევაში მხარდაჭერა გამოგვიცხადა Mastercard-მა და ერთად შევძელით განსაკუთრებული შეთავაზება გაგვეკეთებინა ჩვენი მომხმარებლებისთვის — საკომისიოს გარეშე გადაიხადონ მათთვის სასურველი სერვისები, ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით“, — გვიყვება დავით მესხიძე, დისტანციური არხების ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.
რაც შეეხება ციფრული პლატფორმის განახლებას, მოხდა ვებგვერდის სრული რეფაქტორინგი, რაც გულისხმობს მეტ სისწრაფეს და სიმარტივეს. მომხმარებლებს შეუძლიათ ადვილად, რამდენიმე ეტაპის გავლის გარეშე სხვადასხვა სერვისის გამოყენება: კომუნალურების გადახდა, მობილურის ბალანსის შევსება, ანგარიშზე თანხის შეტანა თუ სხვა.
განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი: გუნდის დაკვირვებით გამოიკვეთა, რომ მობილური ბალანსის შევსება ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სერვისია გვერდზე, ამიტომ მოხდა მისი მაქსიმალური გამარტივება. განახლებულ პლატფორმაზე საკმარისია მხოლოდ ტელეფონის ნომრის მითითება, ოპერატორის დაზუსტების გარეშე, ამას სისტემა თქვენს ნაცვლად გააკეთებს. ამგვარად, თუ თანხას რიცხავთ მეგობართან ან ოჯახის წევრთან და არ იცით, რომელი ოპერატორის მომხმარებელია ადრესატი, Pay.ge თავიდან აგარიდებთ ამ ინფორმაციის დაზუსტების ზედმეტ ეტაპებს და დაყოვნებას დროში.
გარდა ამისა, დაემატა ახალი ფუნქციონალი — ბარათიდან ბარათზე თანხის გადარიცხვა. რომლის დიდი უპირატესობაა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ბანკის ბარათებს შორის გადარიცხვისას თანხა მომენტალურად აისახება ანგარიშზე. შეზღუდვა არ ეხება არც შაბათ-კვირას და არც არასამუშაო საათებს.
„ჩვენ გადაწყვეტილებებს მონაცემებზე დაყრდნობით ვიღებთ, ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს და სწორედ ამის შემდეგ ვქმნით სერვისებსა თუ პროდუქტებს — PAY.GE-მაც იგივე გზა განვლო განახლებამდე.
მონაცემები გვაჩვენებს, რომ აღნიშნული გვერდის მომხმარებლები არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სხვა ბანკის კლიენტებიც არიან და რაც მთავარია, ჩვენი უფროსი თაობის მომხმარებლისთვის გასაგები და საყვარელი სერვისია. ამ პლატფორმით გვსურს, მთლიანად საქართველოს მოსახლეობასთან გავაჩინოთ კავშირი, მომხმარებელი საკუთარი გამოცდილებით დააკვირდეს ლიბერთის ციფრულ განვითარებას.
PAY.GE-ის დიზაინი ლიბერთის ერთიან ეკოსისტემაზეა მორგებული. ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ბანკის ნებისმიერ არხში მომხმარებლის გამოცდილება იყოს თანაბრად მარტივი და კომფორტული. თანამედროვე და ინოვაციური სერვისების დანერგვა ლიბერთის დისტანციური არხების მიმართულებისთვის პრიორიტეტია.“— აღნიშნავს დავით მესხიძე.
[R]