TBC ბანკმა ბაზარზე ახალი ინოვაციური პროდუქტი – Pay Stikcer დანერგა. სტიკერს აწებებთ თქვენს მობილურს და გადახდას პლასტიკური ბარათის გარეშე, ტელეფონის დადებით აწარმოებთ. მარკეტერი თიბისი ბანკის მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერს – თათია კარიაულს ესაუბრა
რატომ გადაწყდა ამ პროდუქტის შექმნა?
ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი მომხმარებლების ყოველდღიური საქმიანობა უფრო კომფორტული და სასიამოვნო გავხადოთ. ამიტომაც მუდმივად ვქმნით ინოვაციურ პროდუქტებს.
ამჯერად, პირველებმა საქართველოში, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში მომხმარებლებს Pay Sticker შევთავაზეთ.
გადახდა უკვე ნებისმიერი ნივთით არის შეასაძლებელი, მობილურით, საათით, გასაღებით და ა.შ. საჭიროა, უბრალოდ მიაკრათ თქვენი Pay Sticker სასურველ ნივთს და საფულის ტარება აღარ დაგჭირდებათ.
მაგალითად, საღამოს როდესაც კლუბში მიდიხართ, შეგიძლიათ საერთოდ არ წაიღოთ საფულე და გადაიხადოთ თქვენი მობილურით, რომელზეც მიკრული გაქვთ Pay Sticker.
უფრო გასაგები რომ იყოს მკითხველისთვის რას აკეთებს იგი და რით განსხვავდება უკონტაქტო პლასტიკური ბარათისგან
Pay Sticker პლასტიკური ბარათისგან იმით განსხვავდება, რომ ეკრობა სასურველ ნივთს, თან არის ძალიან პატარა (4 x 3 სმ-ზომის).
Pay Sticker არის პლასტიკური ბარათის დამატება. სტიკერის შეძენისას მომხმარებელი აბამს მას სასურველი სადებეტო ბარათის ანგარიშთან და სავაჭრო ობიექტებში Pay Sticker-ით გადახდისას იყენებს იმ თანხას, რომელიც ბარათზე უდევს.
Pay Sticker-ით გადახდა, ისევე როგორც უკონტაქტო ბარათების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი ტერმინალთან მიახლოებით.
45 ლარამდე ტრანზაქციაზე პინ კოდის შეყვანაც არ არის საჭირო.
Pay Sticker-ით გადახდა შესაძლებელია ყველა სავაჭრო ობიექტში, სადაც არის უკონტაქტო გადახდის ტერმინალი, როგორც თიბისის, ასევე სხვა ბანკების.
ამჟამად მხოლოდ თიბისი ბანკს უკონტაქო ტერმინალები 1700-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში აქვს განთავსებული, ეტაპობრივად ყველა ჩვეულებრივი ტერმინალი იცვლება უკონტაქტო ტერმინალით.
რამდენად დაცულია უსაფრთხოება ამ შემთხვევაში?
Pay Sticker -ის დაკარგვის შემთხვევაში, შეგიძლიათ მომენტალურად დაბლოკოთ ბარათი ინტერნეტ ბანკის ან ქოლ ცენტრის საშუალებით.
იმისათვის, რომ Pay Sticker-დან თანხა ჩამოგეჭრათ, ის ტერმინალთან 4 სმ-ით ახლოს უნდა მიიტანოთ, მანამდე კი მოლარემ უნდა აკრიფოს შესაბამისი თანხა ტერმინალზე. ასე, რომ მხოლოდ სალაროსთან ჩავლით, თქვენ თანხა არ ჩამოგეჭრებათ.
ვისთვისაა ის შექმნილი ?
Pay Sticker შექმნილია მათთვის, ვისაც უყვარს, როდესაც ტექნოლოგიები კომფორტს უქმნის და ცხოვრების ჩქარი ტემპიდან გამომდინარე უპირატესობას სისწრაფეს და სიმარტივეს ანიჭებს.