in

Apple-ის ახალ რეკლამებში TikTok-ის ვარსკვლავები გამოჩნდნენ

„ქეშით თუ ბარათით?“ — უკვე წლებია, ეს კითხვა ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა და ხშირად მისალმების შემდეგ თითქმის მექანიკურად ნათქვამი ჩაგვესმის ყურში, როცა სადმე რაიმე პროდუქტის საფასურს ვიხდით. თუმცა ტექნიკური გიგანტების მიერ სმარტფონების გაუმჯობესებულმა შესაძლებლობებმა მომხმარებლების მხარეს დამატებითი თავსატეხი გაუჩინა: „ფიზიკური ბარათით თუ მობილურზე მიბმული ციფრული ვერსიით?“

ამის ფონზე, ეფლი აქტიურად აპიარებს Apple Pay-ს და ცდილობს, საზოგადოებას მისი აშკარა უპირატესობები დაანახოს. მაგალითად, ზოგჯერ ძალიან შემაწუხებელია ჩანთაში ბარათის ძიება, რომელიც ზუსტად მაშინ „იმალება“, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება. თან თანამედროვე ადამიანს თითქმის მესამე ხელად ექცა მობილური ტელეფონი, რაც მეტად ამარტივებს ნებისმიერი გადახდის პროცესს. სწორედ ამ ნარატივს მიჰყვება უახლესი Pay the Apple Way კამპანიაც, თავისი რამდენიმეწამიანი რეკლამებით.

აქცე საგულისხმოა, რომ ბრენდი TikTok-ის ცნობილ კრეატორებთან თანამშრომლობდა. საწყის ეტაპზე მათ ამ ფრაზაში (Can I _____ with Apple Pay?) გამოტოვებული ადგილი სასურველი „შესაძლებლობით“ უნდა შეევსოთ და შემდეგ ეფექტური სიუჟეტიც იქმნებოდა…

„თუ თანამედროვე ტექნოლოგიები არ გამოიყენე, ვერ მიაღწევ მიზანს“ – ოთარ კობერიძე

NASA-ს ახალი ინსტრუმენტი ჰაერის დაბინძურების დონეს ავლენს