კრიპტოვალუტა მომავალი სამყაროს განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმ აღმასვლისა და დაღმასვლისა, რომელიც ამ ფენომენს ახასიათებს, უკვე რთულია იმის უარყოფა, რომ კრიპტო მომავალია. ამას არაერთი კვლევაც ადასტურებს, რომელთა მიხედვითაც, მსოფლიო მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა, რომ კრიპტოვალუტა ფინანსური სექტორის მომავალია.
მარტივად რომ აღვწეროთ, კრიპტოვალუტები უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ყოველდღიურობაში და მოთხოვნაც მეტად სტაბილური ხდება, თუმცა კრიპტოზე ხელმისაწვდომობის ზრდა მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
სწორედ ამ მიზნით მოხდა კრიპტალისა და PayBox-ის დამეგობრება, რათა კრიპტოს შეძენა ყველასათვის უფრო მარტივად და სწრაფად იყოს შესაძლებელი. PayBox-ის ჩასარიცხი აპარატები კი ამისთვის შესანიშნავი გადაწყვეტაა როგორც გეოგრაფიული დაფარვის, ასევე სამომხმარებლო გამოცდილების გათვალისწინებით.
PayBox-ებში კრიპტოს შეძენა სულ რამდენიმე კლიკითაა შესაძლებელი:
- ფეიბოქსის ინტერფეისში ირჩევ „კრიპტოს შეძენას“
- ირჩევ სასურველ კრიპტოვალუტას (ამჟამად შესაძლებელია ბიტკოინის(BTC), ეთერიუმის(ETH), ლაიტქოინისა(LTC) და ტეზერის (USDT) შეძენა)
- ასკანერებ შენი Wallet-ის QR კოდს
- მომენტალურად იღებ კრიპტოს მითითებულ Wallet-ზე
„ფეიბოქსთან პარტნიორობა მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენთვის, რაც გვაძლევს საშუალებას, კრიპტოვალუტა გაცილებით მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ რეალურ სამყაროში. კრიპტოზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. შესაბამისად, ბევრია როგორც ინვესტირების, ასევე კრიპტო სამყაროში შემობიჯების მსურველიც. ფეიბოქსებში ინტეგრაცია კი გვჯერა, გაცილებით დაახლოვებს ამ ადამიანებს კრიპტოსამყაროსთან და გახდის მას უნივერსალურად ხელმისაწვდომს უფრო ფართო აუდიტორიისათვის“, — აცხადებს კრიპტალ საქართველოს გუნდი.
აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ინტერნეტის ახალი თაობაც კი, რომელსაც Web3-ს ვუწოდებთ, კრიპტოვალუტების და ბლოკჩეინ ეკოსისტემაზე დგას. ცხადია, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საფუძვლიანი მოლოდინი არსებობს იმისა, რომ როგორც ინტერნეტმა შეცვალა სამყარო თავის დროზე, ისეთივე გავლენა ექნება ბლოკჩეინ რევოლუციასაც.
სხვა სიტყვებით, ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ Web3 ტექნოლოგიური ევოლუციის ახალ ეტაპად იქცევა — კრიპტოვალუტა კი ამის ფუნდამენტური კომპონენტია, რომელიც ამ ახალი სამყაროს ეკონომიკურ მიმოცვლას ამყარებს და უზრუნველყოფს. შესაბამისად, აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებული ნაბიჯების გადადგმა თანამედროვე სამყაროს ტენდენციებთან გვაახლოებს.
[R]