in

როგორ შექმნა Kraken-მა კამპანია, საქართველოში სწრაფი ჩარიცხვის პირველი აპარატის, PayBox-ის შესახებ

„ჩასარიცხი მაქვს“ – ვამბობთ ჩვენ და გულახდილად რომ ვთქვათ, ძალიან კარგად იცით, რასაც ვგულისხმობთ. აგერ უკვე მერამდენე წელია, რაც გადახდის აპარატებმა ნაღდი ფული ციფრულ სამყაროსთან დაამეგობრა – სახლიდან გასულებს არასოდეს ჩაგინიშნავთ სადმე ფურცელზე ან გონებაში, მობილურზე მაქვს ჩასარიცხი, ანგარიშზე თანხა შესატანი ან კომუნალურები გადასახდელი და არ დამავიწყდესო? საქართველოში, გადახდის აპარატების ისტორია, 15 წლის წინ, PayBox-ით დაიწყო და წლების განმავლობაში საზოგადოების ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ცოტა ხნის წინ, PayBox-მა სააგენტო Kraken-თან ერთად, კამპანია წამოიწყო. სააგენტოს მიზანი იყო, შეექმნა ვიდეორგოლი და პრინტ კამპანია, რომელიც PayBox-ის ყოველდღიური გამოყენების მნიშვნელობას გაუსვამდა ხაზს.

და აი, დაჯდა Kraken-ის შემოქმედებითი გუნდი სამუშაოდ:

გუნდის წევრები დააკვირდნენ, რომ ყოველდღიურ ენაში ჩასარიცხ აპარატებს უამრავი ადამიანი უბრალოდ, „ფეიბოქსს“ ეძახის. აი, ისევე, როგორც ბავშვის ჰიგიენურ საფენს – „პამპერსს“ ან ასლის გადაღებას – „გადაქსეროქსებას“. მეორე მიგნება ის იყო, რომ ადამიანებს ხშირად სჭირდებათ სადმე ჩანიშვნა ან საკუთარი თავისთვის შეხსენება, რომ რაღაც აქვთ ჩასარიცხი ან გადასახდელი, აპარატიდან. სწორედ ამ ინსაითებზე ააგო Kraken-მა საკომუნიკაციო კამპანია. კამპანიის ფარგლებში, მომზადდა მთავარი ვიდეორგოლი და პრინტლაინი, რომლის მიზანი იყო ფეიბოქსის, როგორც პირველი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის პოზიციონირება და კომუნიკაცია იმის შესახებ, რომ ფეიბოქსი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

ვიდეორგოლში პარალელი გაავლეს იმ ცნობილ ბრენდებთან, რომლებმაც თავიანთი ბრენდების სახელები მსგავსი პროდუქტის კატეგორიის ერთიან ტერმინად აქციეს და მათ გვერდით მოიხსენიეს ფეიბოქსიც, რაკი ყოველდღიურობაში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ხშირად, „ფეიბოქსად“ მოიხსენიებენ. მოდით, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ვიდეორგოლს:

პრინტ კამპანია კი Kraken-ის შემოქმედებითმა გუნდმა იმ მარტივ იდეას დაუკავშირა, რომ PayBox ჩვენს ყოველდღიურობაშია. სწორედ ამის ილუსტრირებისთვის, მისაწებებელ ქაღალდებზე („სთიქი ნოუთს“) დატანილი პატარა გზავნილები გამოიყენა, რაც ბევრი ჩვენგანისთვისაა ნაცნობი. პრინტ კამპანია აქტიურად გამოჩნდა სოციალურ მედიაში, ბილბორდზე, ავტობუსის გაჩერებებზე, მონიტორებსა და ავტობუსებზე.

მეგობრული საკომუნიკაციო გზავნილებით გადმოცემული მინიმალისტური კონცეფციის პრინტების საშუალებით, კრეატორებმა გადაწყვიტეს მომხმარებლებისთვის შეეხსენებინათ, ფეიბოქსთან დაკავშირებულ იმ პატარა საქმეებზე, რომლებზეც ყოველდღიურად ფიქრობენ, თუმცა ხშირად ავიწყდებათ.

 

Snap და Vogue მაღალ მოდას ტექნოლოგიებთან აკავშირებენ

ჯანსაღი ურთიერთობების ძალა სამსახურში