in

მსოფლიო ჩემპიონატი იწყება: გამოსცადე სპორტული ინტუიცია, გადაიხადე PayBox-ით და მოიგე 2-კაციანი საგზური საფრანგეთში

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ციებ-ცხელება დაიწყო. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მილიონობით გულშემატკივარი სულმოუთქმელად დაელოდება ფავორიტი ნაკრების თამაშს. ფეხბურთი — ეს ხომ ის სპორტია, რომელიც მთელ მსოფლიოს აერთიანებს.

მრავალი ათწლეულია, გულშემატკივრები კამათობენ, დავობენ და ყიჟინით ელოდებიან საყვარელი გუნდის პერფორმანსს. მათ დიდ ნაწილს კი არა მხოლოდ მაყურებლის როლის მორგება, არამედ საკუთარი სპორტული ინტუიციის გამოცდა სურს.

სწორედ ამიტომ, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, PayBox-ს  მიმზიდველი შეთავაზება აქვს:

უგულშემატკივრე ფავორიტ გუნდს, გააკეთე პროგნოზი და გამოცადე შენი სპორტული ინტუიცია.

დამატებით კი, საფეხბურთო დღესასწაულის აღსანიშნავად, PayBox და Voyager 365, ერთგულ მომხმარებლებს სპეციალურ გათამაშებას სთავაზობენ:

FIFA World Cup 2022-ის ფარგლებში, 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით, PayBox-ით გადახდა მომგებიანია:

  • გადაიხადე ნებისმიერი სერვისის საფასური, მინიმუმ 50 ლარის მოცულობით
  • გახდი ყველაზე მეტი ტრანზაქციის ავტორი
  • და მოიგე 2-კაციანი საგზური მსოფლიო ჩემპიონების ქვეყანაში — საფრანგეთში.

ბედნიერ საფეხბურთო სეზონს და რაც მთავარია, მოგებას გისურვებთ!

[R]

აღმოაჩინე დღის შეთავაზებები extra.ge-ზე

„ალიანს ჯგუფი“ Spotlight 2022-ის მხარდამჭერია!