თუ ამ დღეებში PayBox-ით ისარგებლეთ, შეამჩნევდით, რომ ნაცნობი ვიზუალი გადახალისებული და ცოტა შეცვლილია. მიზეზი ისაა, რომ PayBox -ის ტერმინალებში პროგრამის დიზაინი განახლდა, რომელიც კიდევ უფრო მოქნილი, მარტივი და სწრაფი გახდა.
UX/UI -ის განახლებაზე კომპანია webiz-მა იმუშავა, პროექტის ხელმძღვანელი კი ბაჩო ბარნაბიშვილი იყო.
თანამედროვე ტექნოლოგიებში ტენდენციები სწრაფად იცვლება, კომპანიის პრიორიტეტიც სწორედ ამ ცვლილებებისთვის ფეხის წარმატებით აყოლა და დახვეწილი პროდუქტების შექმნაა.
იმის უკეთ გასაგებად, თუ რა შეიცვალა PayBox-ის ტერმინალებში, კომპანიამ სპეციალური ვიდეო მოგიმზადათ, რომელიც ისევე სწრაფად და მარტივად დაგანახებთ ცვლილებებს, როგორც თავად ახალი დიზაინია.