19
Dec
2014

ნოვა ტექნოლოჯისა და ვითიბი ბანკის ერთობლივი ბარათი- PayCard !

19 Dec 2014

ნოვა ტექნოლოჯიმ და ვითიბი ბანკმა ახალი პროდუქტი PayCard-ი გამოუშვეს. დეტალური ინფორმაციისთვის, მარკეტერი ნოვა ტექნოლოჯის პროდუქტების განვითარების მენეჯერს- თეო კუტალაძეს ესაუბრა. 

paycard2M: რა ქვია ახალ პროდუქტს და რა სარგებელი მოაქვს მას მომხმარებლისათვის?

PayCard არის ვითიბი ბანკისა და ჩვენი კომპანიის ბრენდის – PayBox-ის ერთობლივი პროდუქტი. PayCard არის ჩვეულებრივი საბანკო ბარათი,  არაჩვეულებრივი თვისებებით:

PayCard-ით გადახდისას კონკრეტულ სავაჭრო ან მომსახურების ობიექტებში მომხმარებელს PayBox-ის ბალანსზე დაუბრუნდება დახარჯული თანხის ნაწილი 3%-20%-მდე. (ქეშბექის პროცენტი განსაზღვრულია ობიექტების მიერ).

მომხმარებელს PayBox-ის ბალანსზე დაბრუნებული თანხა შეუძლია დახარჯოს სურვილისამებრ :

·         გადაიტანოს თანხა ისევ PayCard-ზე ან ვითიბი ბანკის სხვა ანგარიშზე (საკომისიო 0%)

·         გადაიხადოს ნებისმიერი გადასახადი PayBox.ge-ზე

·         შეიძინოს სასურველი ფასდაკლებები DealBox.ge-ზე.

PayCard-ის შეკვეთა და აღება უფასოა. შეკვეთა შესაძლებელია PayBox-ების სწრაფი გადახდის აპარატებიდან და ვებ პორტალიდან PayBox.ge. ბარათის აღება კი ვითიბი ბანკის ნებისმიერი ფილიალშია შესაძლებელი.

გვაქვს ონლაინ კატალოგი, www.cashback.paybox.ge  სადაც განთავსებულია ჩვენი ყველა მოქმედი პარტნიორი კომპანია. მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება.

ჩვენმა პარტნიორმა კომპანიებმა იციან, რომ ქეშბექი საუკეთესო გზაა ლოიალური კლიენტების მოსაზიდად და ამ მხრივ განსაკუთრებით გულუხვები არიან.

PayCard-ით მომხმარებელს საშუალება ეძლევა, სრულიად უფასოდ, ყველანაირი მომსახურების საკომისიოს გარეშე, მიიღოს სარგებელი უამრავ სავაჭრო ობიექტში და დაიბრუნოს რეალური თანხა, რომელსაც თავისი ნებით განკარგავს.

M: როგორ გაჩნდა ახალი პროდუქტის იდეა ? რამდენად არსებობდა მასზე მოთხოვნა? 

ვითიბი ბანკი და ნოვა ტექნოლოჯი დიდი ხნის პარტნიორი კომპანიები არიან. ჩვენ ერთობლივად ბევრი სხვა პროექტი განგვიხორციელებია.

გამომდინარე ჩვენი საზოგადოების ინტერესიდან ფასდაკლებებისა და დაგროვების ბარათების მიმართ, გადავწყვიტეთ დაგვენერგა ახალი პროდუქტი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს მივცემდით მეტ თავისუფლებას და შესაძლებლობებს.

ამ დროისთვის ნოვა ტექნოლოჯის უკვე გვქონდა ფასდაკლების ვებ-გვერდი DealBox.ge-ს მართვის გამოცდილება, (რომელიც გამოირჩევა ხარისხიანი ფასდაკლებებით და იმით, რომ ფასდაკლებების შეძენა PayBox-ების სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც შესაძლებელია). ამიტომ ვითიბი ბანკმა და ნოვა ტექნოლოჯიმ გადავწყვიტეთ ძალების გაერთიანება PayCard-ის ირგვლივ, რათა დაგვეკმაყოფილებინა, როგორც პარტნიორი კომპანიების, ასევე მომხმარებლის მოთხოვნა ქეშბექ პროექტთან მიმართებაში.

ამ მიზეზით გაჩნდა PayCard. ბაზარზე მოთხოვნა ბუნებრივია არის როგორც მომხმარებლის, ასევე პარტნიორი კომპანიების მხრიდან. ინტერესიც დიდია, პირველ ორ დღეში შეკვეთა უკვე განახორციელა 500-ზე მეტმა მომხმარებელმა.

განხილვა