in

PayPal-ით კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვა იქნება შესაძლებელი

PayPal-ის მომხმარებლებს, მალე, საშუალება ექნებათ, კრიტპოვალუტა გაყიდონ, იყიდონ ან თავის „ონლაინ“ საფულეში შეინახონ. კრიპტოვალუტას, გადახდებისას გამოიყენებს კომპანიის 26 მილიონი მერჩანტიც. ამ თემაზე PayPal-მა ​ოფიციალური განცხადება, ცოტა ხნის წინ, გაავრცელა.

BOG
BOG

პირველ ეტაპზე, PayPal-ით, მომხმარებლები, ბიტკოინს, ეთერიუმს, ბიტკოინ ქეშსა და ლაით კოინს იყიდიან. ახალი ფუნქცია ამერიკაში რამდენიმე კვირაში ამოქმედდება. კომპანიაში ამბობენ, რომ კრიპტოვალუტით გადახდა სოციალური გადახდების სერვის Venmo-ს დაემატება, მსოფლიოში კი, ეს მომსახურება, 2021 წლის პირველ ნახევარში იქნება ხელმისაწვდომი.

ახალ სერვისთან ერთად, ამერიკაში, PayPal-ის მომხმარებლები შეღავათებსაც მიიღებენ: 2020 წლის 31 დეკემბრამდე, კრიპტოვალუტის ყიდვის ან გაყიდვისას, არ გადაიხდიან მომსახურების გადასახადს. მათ არც ანგარიშზე კრიპტოვალუტის შენახვისთვის მოუწევთ საკომისიოს გადახდა.

სხვა დეტალები, PayPal-ზე კრიპტოვალუტით ვაჭრობასა და „ონლაინ“ საფულეში მის შენახვაზე, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. 

 

Prime Card – ექსკლუზიური შეთავაზება დაზღვეული პირების ოჯახის წევრებისთვის

ჩინეთში, ძველი შენობა, სხვა ადგილზე ხელუხლებლად გადაიტანეს