შობა თბილი მომენტებით სავსე ოჯახური დღესასწაულია, თუმცა, ზოგიერთისთვის გამაღიზიანებელ დღედ იქცევა ხოლმე… მით უფრო, თუ ამ დღესასწაულში ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას ბიძა, რომელიც მთელი წელი თვალით არავის უნახავს. ეს ყოველწლიური პრობლემაა ტინეიჯერისთვის, რომელიც ყოველ შობას, ბიძისგან ლოყებზე ჩქმეტას, სულელურ საჩუქრებსა და ყოველ ჯერზე, ერთსა და იმავე ხუმრობასაა შეჩვეული… მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი, შობის დღესასწაულში, საჩუქრების გახსნის მომენტია… PayPal-ის ახალ, საშობაო ვიდეორგოლში, ტინეიჯერი, წინა წლების მსგავსად, უკმაყოფილოა ბიძის ვიზიტით და მეტიც, ეშინია მისი საჩუქრის გახსნის. თუმცა, ამ წელს, PayPal-ის წყალობით, ბიძა შეძლებს მის გაოცებას! ვიდეორგოლზე სარეკლამო სააგენტო Buzzman-მა იმუშავა.











