ამჯერად განახლების დრო PayPal-ში დადგა — გარდა იმისა, რომ ხაზს უსვამენ პლატფორმის როლზე, როგორც ციფრული გადახდების გლობალურ კატალიზატორზე, განახლება სიმარტივის, მოქნილობისა და თანამედროვეობის ჩვენებას ემსახურება. მოკლედ რომ ვთქვათ, PayPal-ის მისიას ასახავს, გაამარტივოს ფულადი ტრანზაქციები და გახადოს იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი.
მას შემდეგ, რაც ტრანზაქციების მართვას 25 წელი დაუთმო, PayPal-მა გადაწყვიტა, რომ ვიზუალური განახლების დროც დადგა, რომელიც თავისსავე ინოვაციურ სულისკვეთებას ასახავდა და ვალდებულებას, რომელიც, თავის მხრივ, მარტივ და მომხმარებელზე მორგებულ პროდუქტების შეთავაზებას გულისხმობს.
როგორც ხედავთ, ლოგოს ფერებიც შეიცვალა, ღია და მუქი ლურჯი ფერით ახლა ორი P კვეთს ერთმანეთს.
იდენტობაც ხელახლა შეიმუშავეს, რაც მოიცავს სპეციალურად შექმნილ შრიფტს, სახელწოდებით PayPal Pro — კლასიკური Futura-ს თანამედროვე ვერსიას ეფუძნება და მიზნად ისახავს, მომხმარებლებს გამბედაობა და სიცხადე გადასცეს. მეორე შრიფტად კი PayPal Pro Text-ს გვთავაზობენ, რომელიც უფრო პატარა ეკრანებისთვისაა გათვლილი.
ფერთა პალიტრაც მეტად მრავალფეროვანი გახდა, თუ ადრე PayPal-ის ბრენდინგში წამყვანი ყვითელი იყო, ახლა მისი ადგილი შავ-თეთრმა სქემამ დაიკავა, ცისფერი აქცენტებით, რომლებიც ენერგიის გადმოცემას ისახავს მიზნად და ამასთან, სურს, განსხვავებულიც იყოს. ეს ცვლილება მომხმარებელთა ინტერფეისსაც შეეხება, სადაც ყვითელ გადახდის ღილაკებს შავი ანაცვლებს.
საინტერესოა, რომ დიზაინი ინსპირაციას იმ ფიზიკური ჟესტებიდან იღებს, რომლებსაც ხშირად ვაკეთებთ გადახდისას და ამაზე დაყრდნობით ანიმაციებსაც გვთავაზობენ. ასე კი PayPal-ის მიერ შემოთავაზებულ შეუფერხებელ გამოცდილებაზე ამახვილებენ ჩვენს ყურადღებას.
განახლებულ ბრენდინგს მალე PayPal-ის ყველა პროდუქტში ვიხილავთ. რაც შეეხება Pentagram-ს, სურთ, უფრო ფართო აუდიტორიას დაუკავშირდეს და თავისი ფესვების ერთგულიც დარჩეს, იყოს ყველგან და ყველასთვის…