in

როგორ იყენებს PayPal ტექნოლოგიებს უფრო ინკლუზიური პლატფორმის შესაქმნელად

შექმნათ პლატფორმა, სადაც თქვენი მომხმარებლები დაცულად და კომფორტულად იგრძნობენ თავს, არამხოლოდ სწორი ნაბიჯია, არამედ კარგი ბიზნესისთვის ეფექტიანი გადაწყვეტილებაც. ასე ფიქრობენ პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერები, ნეჯი უტკურისა და აარტი აშოკი. გრეის ჰოპერის ყოველწლიურ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ისინი ინკლუზიური პლატფორმის შექმნაზე ფიქრობდნენ. PayPal-ის შემთხვევაში, ფინტექის გიგანტს 200 ქვეყანაში ჰყავს მომხმარებელი, რაც ნიშნავს სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე, განსხვავებული კულტურისა და ადგილწარმოშობის წარმომადგენელი ადამიანების ჩართულობის გათვალისწინებას. დეველოპერების თქმით, კომპანიის უმთავრესი ღირებულებები ფინანსური სერვისების ყველასთვის ხელმისაწვდომობას უკავშირდება, იმის მიუხედავად, საიდან ხარ, როგორია შენი სოციალური, გენდერული, რასობრივი თუ ეროვნული სტატუსი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ეურთიერთეთ მომხმარებლებს ინდივიდუალურად, იმის მიხედვით, თუ საიდან არიან ისინი

მომხმარებლები უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს თქვენს პლატფორმაზე, თუკი მათ გამორჩეულად ესალმებიან, ამბობს აშოკი. მაგალითად, გერმანელი და იაპონელი მომხმარებლები უფრო ფორმალურ ენას არჩევენ, ვიდრე აშშ-ში. ამიტომ, PayPal ლექსიკას შესაბამისად არჩევს.

აშოკის აზრით, კონტენტიც ადგილმდებარეობის მიხედვით უნდა შეირჩეს და გათვალისწინებული იქნას ასაკი, განათლება და უმრავი სხვა ფაქტორი, რაც მომხმარებლისთვისაა დამახასიათებელი.

დაამატეთ დამატებითი ფუნქციონალი, ენისა და რეგიონის მიხედვით

ენობრივი ადაპტაცია პირდაპირი თარგმანისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ერთსა და იმავე სათქმელს, მაგალითად ინგლისურად, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად გადმოსცემენ. ამას გარდა, ტერმინებსაც თავისებური აღქმა აქვთ და ზოგიერთი წარმომავლობის ადამიანისთვის შეურაცხმყოფელიც შეიძლება იყოს.

ამრიგად, PayPal მომხმარებლების შესახებ, გეოგრაფიულ და ენობრივ ინფორმაციას აგროვებს და შესაბამისად აწყობს პლატფორმაზე, იმის მიხედვით, თუ რომელი რეგიონიდანაა შესული მოთხოვნა.

მოითხოვეთ ყველა ექაუნთის დადასტურება

როდესაც მომხმარებლები ანონიმურობას ინარჩუნებენ, ეს მათვის საქმეს ამარტივებს და შესაძლოა, მათი ქმედებები დამაზიანებელიც კი აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ელექტრონული ფოსტით იდენტიფიკაცია. როგორც ფინტექ კომპანია, PayPal მომხმარებლისგან ფინანსურ ვერიფიკაციას ითხოვს. ცხადია, ეს იდეალური გამოსავალი არ არის, თუმცა, უტკურის თმით, მომხმარებლებისგან მავნებლური საქციელისგან, მეტნაკლებად, დაგიცავთ.

 

წყარო: inc.



Cardeal.ge-ის პლატფორმას დაუზიანებელი ავტომობილები დაემატა

თბილისში ინოვაციური მაღაზია მოლარის გარეშე უკვე ერთი თვეა წარმატებით მუშაობს