პეისერა საქართველოში პირველი ლიცენზირებული ციფრული ბანკია, რომელიც სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტილებებით B2B და B2C მომხმარებლებს ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობას მნიშვნელოვნად უმარტივებს.
ქართული და ევროპული IBAN ანგარიშები, ვალუტის კონვერტაცია, SEPA/SEPA Instant-ში ჩართულობა, API სისტემები, ელექტრონული კომერცია და წვდომა უსაზღვრო ევროპულ საბანკო შესაძლებლობებზე 24/7-ზე – ეს იმ ციფრული პროდუქტების მცირე და არასრული ჩამონათვალია, რომელიც ნებისმიერ ქართულ ბიზნესს Paysera Super App-ის ინტერნეტ ბანკში დახვდება.
Paysera Super App-ის ციფრული პროდუქტები
საერთაშორისო გადარიცხვები – SEPA & SEPA Instant
პეისერა ბანკი არის ერთადერთი საბანკო ინსტიტუტი საქართველოში, რომლის ანგარიშებიც ევროპის ერთიანი ევრო გადახდების სივრცეშია ჩართული (Single Euro Payment Area – SEPA). მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჯერჯერობით არ არის SEPA-ს წევრი, პეისერა ბანკმა, როგორ დამოუკიდებელმა კომერციულმა ბანკმა მოახერხა ყველა ქართველს, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს შესაძლებლობა მისცა განახორციელონ სტანდარტული ან მყისიერი გადარიცხვები ევროში (SEPA Instant) 24/7-ზე ყველანაირი შუამავალი ბანკის გარეშე – 4-ჯერ უფრო ნაკლებ ფასად.
SEPA და SEPA Instant-ით სარგებლობა მოგებიანია ევროპაში მცხოვრები ემიგრანტების და მათი ოჯახების, სტუდენტების და მათი ოჯახების და ფრილანსერებისთვის. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, ვინც ანაზღაურებას იღებს ევროში, ახორციელებს ჩარიცხვებს ან გადარიცხვებს.
SEPA & SEPA Instant მინიმალური საკომისიოს და გადარიცხვის სისწრაფის შესაძლებლობით, მნიშვნელოვან დროს და ფინანსებს ზოგავს ბიზნესებისთვის.
ქართული და ევროპული IBAN ანგარიშები
დღევანდელ სწრაფად მზარდ, კონკურენტულ პირობებში პეისერა ბანკი ერთადერთი ბანკია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს როგორც ქართული, ასევე ევროპული IBAN ანგარიშის გახსნის შესაძლებლობას სრულად დისტანციურად სთავაზობს. თუ თქვენ ხართ B2B ან B2C სექტორის წარმომადგენელი და ხშირად გიწევთ ევროში გადახდების განხორციელება საკომისიო გადასახადით სხვადასხვა ქართული ბანკიდან, პეისერა ბანკით შეგიძლიათ გახსნათ ანგარიში უფასოდ და გადარიცხოთ ევრო მხოლოდ 7 ევროს საკომისიო გადასახადით. ტრანზაქციები მიმღებთან აისახება მყისიერად, კვირის ნებისმიერ დროს. თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში თანხა 27/7-ზე, მომენტალურად, საკომისიოს გარეშე აისახება ანგარიშზე.
თუ ზოგიერთი პლატფორმის მეშვეობით ევროპიდან საქართველოში თანხის ჩარიცხვისას თქვენ გადმორიცხვის საკომისიო გეჭრებათ, პეისერა ბანკი ევროპული ანგარიშის მეშვეობით გაძლევთ შესაძლებლობას მაგალითად, Airbnb-ზე მიუთითოთ ევროპული ანგარიში და არ გადაიხადოთ გადმორიცხვის საკომისიო, რომელიც ხშირად ათობით დოლარს შეადგენს.
ვალუტის კონვერტაცია შეღავათიანი კურსით
საერთაშორისო ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ ვალუტის კონვერტაცია რჩება. ტრადიციულ საბანკო არხებში დროისა და რესურსის დახარჯვა, მაღალი საკომისიო და ცვალებადი კურსები მნიშვნელოვნად ამცირებს ოპერაციულ ეფექტურობას.
„პეისერა ბანკი“ ყოველ რამდენიმე წუთში აახლებს ინფორმაციას ვალუტის კურსების შესახებ მრავალ ლოკალურ და საერთაშორისო წყაროზე დაყრდნობით. ეს ნიშნავს, რომ ის მუდმივად ხედავს ბაზრის სურათს რეალურ დროში და გთავაზობთ იმ კურსს, რომელიც ნამდვილად საუკეთესოა მოცემულ მომენტში. ასე კი თქვენი ტრანზაქცია ყოველთვის მოგებიანია.
გარდა ამისა, ბანკს ინდივიდუალური მიდგომა აქვს ყველა მომხმარებელთან. ანგარიშის გახსნისას შეგიძლიათ, უბრალოდ გააზიაროთ თქვენი ვალუტის კონვერტაციის მოლოდინები – ბანკი კი განსაზღვრავს თქვენთვის სპეციალურ ფასდაკლებას, რომელიც გარანტიას გაძლევთ, რომ 24/7-ზე ისარგებლებთ ბაზარზე საუკეთესო კურსით.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ დაინტერესდებით ინდივიდუალური შეთავაზებით, ყველა ფიზიკური პირისათვის თვეში 500 ევროს ეკვივალენტის, ხოლო იურიდიულ პირზე 5000 ევროს ეკვივალენტის კონვერტაციის შემთხვევაში ბაზარზე გარანტირებულად საუკეთესო კურსით ისარგებლებთ.
„პეისერა ბანკი“ არ არის უბრალოდ ბანკი, რომელიც კარგ კურსს გთავაზობთ – ეს არის პლატფორმა, რომელიც ტექნოლოგიაზე დაყრდნობით რეალური შეთავაზებით თანხის დაზოგვას გპირდებათ. ინდივიდუალური მიდგომა და ავტომატური სისტემები უზრუნველყოფს, რომ თქვენ არ დაკარგოთ არც დრო და არც ფული, ისარგებლოთ ბაზარზე საუკეთესო კურსით ნებისმიერ დროს სრული გამჭვირვალობითა და არანაირი დამალული საკომისიოთი.
ელექტრონული კომერცია
პეისერა საქართველოში ახორციელებს გადახდის ინიციირების მომსახურებას – თანამედროვე, ღია ბანკინგზე დაფუძნებულ გადახდის მეთოდს, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას გადაიხადოს პროდუქტის ან მომსახურების ღირებულება პირდაპირ თავისი საბანკო ანგარიშიდან, ინტერნეტ-ბანკისა თუ მობილური აპის მეშვეობით, საბარათე მონაცემების მითითების გარეშე. ეს მეთოდი ევროპაში სწრაფად გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, რადგან მომხმარებელს უფრო სწრაფ, უსაფრთხო და კომფორტულ გადახდას სთავაზობს. კვლევებით, ევროპის მომხმარებლების 73% უკვე იცნობს ამ მეთოდს, ხოლო 18–29 წლის სეგმენტში მისი გამოყენება ყოველდღიურია. გადახდა მომხმარებლისთვის საკომისიოს გარეშე სრულდება, ხოლო თანხა მერჩანტთან მყისიერად აისახება, სამუშაო და არამუშაო დღეების მიუხედავად.
ბიზნესისთვის პეისერას ეს სერვისი განსაკუთრებით ღირებულია: საკომისიო 3–4-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ტრადიციული საბარათე გადახდების შემთხვევაში, რადგან პროცესში არ მონაწილეობს დამატებითი საგადახდო სისტემები. გადახდები აისახება რეალურ დროში, გამარტივებულია თანხის დაბრუნების პროცესი (chargeback), ხოლო ტექნიკური ინტეგრაცია მარტივია – Paysera API საშუალებას აძლევს მერჩანტს ერთ ინსტრუმენტში გააერთიანოს ყველა ქართული ბანკი და 100-ზე მეტი ევროპული ბანკი, რაც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას მარტივად გაიტანოს მომსახურება საერთაშორისო ბაზარზე.
API სისტემები და მოქნილი ინტეგრაცია
პეისერა ბიზნესებს თანამედროვე API სისტემებს სთავაზობს. მოქნილი ინტეგრაციის შესაძლებლობა საშუალებას აძლევს კომპანიებს პეისერა ბანკის გადახდის ინფრასტრუქტურა მარტივად ჩააინტეგრირონ მათი კომპანიის ვებგვერდებზე ისეთი მარტივი API პლაგინებით როგორიცაა Shopify, WordPress, WooCommerce და სხვა. ასევე იკომერსის ან ERP/CRM სისტემებზე. პეისერა ბანკით შესაძლებელია გადახდის ბმულების ინვოისებში ავტომატიზაცია. ამრიგად, მომხმარებელს შეუძლია ერთჯერადი გენერირებული ლინკის ინვოისში გენერირება და თანხის ციფრულად გადახდა.
პროდუქტის დივერსიფიკაცია
პეისერა ბანკი მომხმარებელს აძლევს არჩევანის თავისუფლებას დამოუკიდებლად შეარჩიოს საჭირო ციფრული პროდუქტები და ისარგებლოს ყოველგვარი ზედმეტი საბანკო ბიუროკრატიის გარეშე. მაგალითად, ევროპული ანგარიშის გახსნა, ამავდროულად, პარალელურად დარჩეს სხვა ქართული ბანკის აქტიური კლიენტი. ეს მოქნილი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც B2B, ისე B2C სექტორისთვის, რადგან კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს საშუალებას აძლევს აირჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტა სრული საბანკო ინფრასტრუქტურის შეცვლის გარეშე.
ევროპული ბანკის სამომავლო გეგმები
„პეისერა ბანკი მუდმივად ვითარდება და ახლო მომავალში მომხმარებელს ახალ ციფრულ პროდუქტებს შესთავაზებს. იგეგმება ციფრული ბარათების დამატება, საანაბრე პროდუქტებისა და სხვა სრული საბანკო სერვისების ჩაშვება, რომლითაც პეისერას მომხმარებელი განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ბენეფიტებით ისარგებლებს,“ – განმარტავენ პეისერაში.
პეისერა ბანკი არ არის უბრალოდ კიდევ ერთი ბანკი ქართულ ფინანსურ სისტემაში.
ეს არის ფინტექ ეკოსისტემის ნაწილი, რომელიც ქართულ ბიზნესს სთავაზობს საბანკო საოპერაციო პროდუქტების სწრაფ, მოქნილ და გამართულ ციფრულ ალტერნატივას. თუ ჯერ კიდევ არ ხართ პეისერა ბანკის მომხმარებელი, გადმოწერეთ Paysera Super App-ის აპლიკაცია და მართეთ თქვენი ფინანსები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
[R]










