in

საქართველოს ევროკავშირში ფინანსური ინტეგრაციის ახალი ეტაპი

საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მიზნად ისახავს ევროპასთან ინტეგრაციას. მართალია, ეს გზა ბარიერებითაა სავსე, თუმცა, ამის მიუხედავად, გვაქვს მიღწევები და ესენია: ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცი, ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. 

2022 წელს საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროს გადახდის ერთიანი სივრცის, SEPA-ს წევრობაზე, რომლითაც ის კიდევ ერთი ევროპული სისტემის ნაწილი გახდება და ქართული ბანკები ევროში ტრანზაქციებს განხორციელებას შუამავლის გარეშე შეძლებენ.

სანამ ქვეყანა ევროპის საგადახდო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება, პეისერა ბანკმა, როგორც  კერძო სექტორის წარმომადგენელმა, ყველა ქართველს, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს, შესაძლებლობა მისცა, SEPA-სა და SEPA Instant-ში  ჩართულიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპასთან ანგარიშსწორება 24/7-ზე მყისიერად ხორციელდება, თან ყველანაირი შუამავალი ბანკის გარეშე. აღნიშნული ექსკლუზიური გადაწყვეტით, პეისერა ბანკმა (Paysera bank) ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვა ევროკავშირს, მოგვცა შესაძლებლობა, ევროში ისევე მარტივად განვახორციელოთ ანგარიშსწორება, როგორც ამას ლარში ვაკეთებთ. 

„პეისერა ბანკი ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოს ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს როგორც ქართული, ასევე ევროპული IBAN ანგარიშის გახსნის შესაძლებლობას სთავაზობს. ეს გულისხმობს, რომ მომხმარებლებს ქართულ საბანკო ანგარიშთან ერთად ეხსნებათ ევროპული საბანკო ანგარიშიც, რომელსაც განკარგავენ Paysera Super App-ის ან ინტერნეტბანკის მეშვეობით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ეს კი საშუალებას იძლევა, ისარგებლონ ევროპის ფინანსურ ბაზარზე არსებული პროდუქტებით. ანგარიშსწორება ევროში არის ზუსტად ისეთივე მოსახერხებელი და სწრაფი, როგორც ლარში”, – განმარტავენ Paysera-ში.

სწრაფი ტრანზაქცია ერთადერთი ევროპული გამოცდილება არ არის, რომელსაც Paysera ნერგავს. იგივე ეხება ვალუტის კონვერტაციასაც. როგორც ბანკის წარმომადგენლები გვიხსნიან, Paysera მუდმივად განსაკუთრებულ კურსს სთავაზობს თავის მომხმარებელს. შესაბამისად, თქვენ აღარ გიწევთ ყოველ ჯერზე ბანკში დარეკვა და სასურველი კურსის შეთანხმება, აპლიკაციაში თქვენზე მორგებული კურსი გამოგიჩნდებათ, რომლითაც ნებისმიერ დროს ისარგებლებთ.

„ჩვენი სლოგანია – „უსაზღვრო ევროპული შესაძლებლობები”. ჩვენი მოტივაციაა, რაც შეიძლება მეტ ქართველს მივცეთ ევროპასთან ფინანსური ინტეგრაციის შესაძლებლობა”, – გვპასუხობენ ბანკში. 

როგორ უნდა გახდეთ პაისერა ბანკის მომხმარებელი? ამ კითხვაზე პასუხიც ისევე მარტივია, როგორც პროცესი. თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ Paysera Super App-ში, სადაც ავტომატურად გაგეხსნებათ როგორც ქართული, ისე ევროპული ანგარიში. რეგისტრაციას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.

 დეტალების თვალსაჩინოებისთვის კი ამ ვიდეოს გადახედეთ.

 
[R]

როგორ გავეცნოთ ინფორმაციას, ემოციური გადატვირთვის გარეშე

როგორია „ლომთაძის ოჯახის ღვინო“ და ტურისტული გამოცდილება ხვანჭკარაში – სტუმრად, სოფიო სამთელაძესთან