in

Payze პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც YC-ში, პრესტიჟულ სააქსელერაციო პროგრამაში მოხვდა!

„ის, რომ YC არჩევანს შენზე აკეთებს, ეს იმის დასტურია, რომ როგორც სტარტაპი, რაღაცას ძალიან სწორად აკეთებ, სწორ გზაზე დგახარ“.

YCombinator მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი აქსელერატორია, სადაც პირველი ნაბიჯები ისეთმა კომპანიებმა გადადგეს, როგორებიც არის: Dropbox, Airbnb, Stripe, Instacart, Coinbase და სხვ. Payze კი – პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც სან-ფრანცისკოში, ასეთი პრესტიჟული აქსელერაციის პროგრამის მონაწილე გახდა.

გეგა წურწუმია: „YC-ში აპლიკაციების მიღება წელიწადში ორჯერ ხდება და თითო ჯერზე, სადღაც, 15 000 განაცხადი შედის, აქედან კი, მხოლოდ 100 კომპანიას იღებენ. ანუ, მოხვედრის შანსი 1%-ზე ნაკლებია.

ჩვენ წინა წელს, ერთხელ უკვე გვქონდა აპლიკაცია შევსებული, თუმცა არ მიგვიღეს, მაგრამ ძალიან მოვეწონეთ და გვითხრეს, რომ კიდევ უნდა გვეცადა.

ჩვენი მხრივ, ამ პირველი მცდელობის შემდეგ, ძალიან მოკლე დროში ძალიან დიდი ზრდა ვაჩვენეთ. ოპერირების 4 თვეში თითქმის 170 კლიენტს, მერჩანტს ვემსახურებით და პარალელურად, ხედვა გვაქვს ძალიან საინტერესო, როგორ უნდა მოხდეს ქართული საგადახდო სერვის პროვაიდერის გაფართოება მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.

მაგალითად, თუ უზბეკურ კომპანიას უნდა, რომ საქართველოში კლიენტებს მოემსახუროს, ჩვენთან პარტნიორობით, უცბად შეუძლია, გადახდები ქართული ბარათებით შეძლოს. იმავენაირად, ქართულ კომპანიას თუ უნდა, უკრაინაში გაფართოვდეს და ადგილობრივ კლიენტებს მოემსახუროს, ჩვენთან თანამშრომლობით, მეორე დღესვე შეუძლია, იქაური ბარათები მიიღოს.

ჩვენი ეს ხედვა და მოდელი რომ გავაცანით და წინა წელთან შედარებით, მათთვის ჩვენი პროგრესიც თვალსაჩინო აღმოჩნდა, ამან დიდი გავლენა იქონია YC-ის მხრიდან, ჩვენით დაინტერესებაზე და საბოლოოდ, ამ პროგრამაში მოვხვდით კიდევაც.

საერთო ჯამში, შერჩევის პროცესი საკმაოდ სკრუპულოზურად გავიარეთ იმიტომ, რომ ჩვენს რეგიონს კარგად არ იცნობენ და ყველა დეტალი აინტერესებდათ“.

M: რისი დასტურია თქვენი YCombinator-ში მოხვედრა? და რას გაძლევთ ამ პროგრამაში მონაწილეობა?
კახა გელაშვილი: ის, რომ YC არჩევანს შენზე აკეთებს, ეს იმის დასტურია, რომ როგორც სტარტაპი, რაღაცას ძალიან სწორად აკეთებ, სწორ გზაზე დგახარ. ამ პროგრამაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ მთელი გუნდი აქსელერაციას ისეთი ადამიანების გარემოცვაში გაივლის, რომლებსაც სტარტაპები შეუქმნიათ, ტექნოლოგიური პროდუქტები განუვითარებიათ, კომპანია მიუყიდიათ ისეთი ბრენდებისთვის, როგორიც არის: „ფეისბუკი“, „გუგლი“ თუ სხვა.

ამის გარდა, YC ნეთვორქინგის იდეალური შესაძლებლობაა. პირდაპირი წვდომა გვაქვს გიგანტი კომპანიების წარმომადგენლებთან, პოტენციურ პარტნიორებთან, მერჯერის წყაროებთან.

BalticBest 2021-ზე, ქართულმა სააგენტოებმა 3 ჯილდო აიღეს

„არა გრცხვენია, ძაღლს აქ მოაკურკლინე, შე უნამუსო, შენ!“ – Hajime-ს ნამუშევარი Ringo-სთვის