in

„გეგმა რომელიც 2 წელზე გქონდა გაწერილი, რეალურად, 1 თვეში არის შესრულებადი“ – PAYZE-ს ამბავი იდეიდან სილიკონ ველიმდე

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორის 500 Startups საქართველოში გამოჩენამ მნიშვნელოვნად შეცვალა ადგილობრივი ეკოსისტემა – სტარტაპერებს სწრაფი განვითარების, ბიზნეს-მოდელის დახვეწის, ინვესტიციების მოზიდვის საშუალება მიეცათ. 16.5 მლნ ლარის მოზიდული ინვესტიცია, 627 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი – ეს 500 Georgia-ის შედეგების მხოლოდ ნაწილია. ამ დროისთვის 500 Georgia-ს ორი კონკურსი ჩატარდა. გამარჯვებული ბიზნესები სილიკონ ველიზე წასასვლელად ემზადებიან, რაც მათ, ინვესტიციებისა და პარტნიორების შეძენის მეტ მისცემს. მანამდე კი, მოდით, უკეთ გავეცნოთ, რა გზა გაიარეს იდეიდან სილიკონ ველიმდე. ამჯერად, სტარტაპ PAYZE-ს ამბავს გიყვებით.

PAYZE-ს მთავარი ბიძგი, მისი დამფუძნებლების, კახა გელაშვილისა და გეგა წურწუმიას იდეა იყო – სურდათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გამოეყენებინათ და საერთო ძალებით რაიმე ტექნოლოგიური პროდუქტი შეექმნათ. ყველაზე საინტერესო ინდუსტრიად ფინანსური ტექნოლოგიები ჩათვალეს და სწორად ამ მიმართულებით გადაწყვიტეს ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც ყველა ბიზნესს, ინდ. მეწარმეს თუ ფიზიკურ პირს მისცემდა შესაძლებლობას, ჰქონოდა ფულის მიღების ყველაზე ეფექტიანი ონლაინ საშუალება, რათა მათი შრომა დაფასებულიყო.

სერვისები

ნებისმიერი ტიპის ტექნოლოგიურ კომპანიას, სტარტაპს, ინდ მეწარმეს თუ ფიზიკურ პირს შევთავაზეთ მათ მეწარმეულ საქმიანობაზე მორგებული ონლაინ გადახდების მიღების შესაძლებლობა, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ბარათებით რომ ივაჭრონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მაქსიმალურად შემცირებული რისკებით.

ყველაზე დიდ წარმატებად მიაჩნიათ…

ჩვენ მიერ შეკრებილი გუნდი, რომელიც დაუღალავად შრომობს, რათა ჩვენს ყოველ კლიენტს დაუფასდეს შრომა და მიიღოს თავის შემოსავლები ონლაინ PAYZE-ის საშუალებით. ვფიქრობთ რომ PAYZE -ის წარმატებსი საწინდარი არის დამფუძნებლებიდან დაწყებული ყოველი გუნდის წევრის მიდგომა საქმის მიმართ და გუნდურობა, რომლის შედეგადაც ნებისმიერი გამოწვევა შესაძბელობლობად იქცევა. შესაბამისად ის წარმატების შედეგები რასაც PAYZE-იმ მიაღწია ამ მოკლე დროში დაწყებული 300 კლიენტით რომელსაც ჩვენ ვემსახურებით თუ მოგებული აქსელარაციის პროგრამებით მხოლოდ ამ გუნდის შრომის შედეგია. შეუპოვრობა, კლიენტებისთ (ან პოტენციური კლიენტების) უკუკავშირის დეტალურად მოსმენა, გაანლიზება და პროდუქტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა სწრაფი იტერაცია და მოქმედება.

მიზნის მიღწევამდე არც ისე შორია

მიზნად გვაქვს, რომ 2022 წლის ბოლოსთვის PAYZE იყოს ლიცენზირებული და ოპერირებდეს ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყნის ტერიტორიაზე. ტექნოლოგიურ კომპანიებს, ინდ მეწარმეებს თუ ფიზიკურ პირებს ვინც არიან ჩართული ონლაინ ვაჭრობაში შევთავაზოთ ჩვენი პროდუქცია და გვქონდეს ერთი ქვეყნიდან მეორეში ჩქარი მასშტაბირების შესაძლებობა.

თვლიან, რომ 500 Georgia-მ დიდი როლი შეასრულა მათი სტარტაპის განვითარებაში

როდესაც სტარტაპი, გუნდი აღწევს კონკრეტულ დონეს და ქმნის რაღაც ტიპის პროდუქტს (განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე), ყველაზე მნიშვნელვონი ეტაპია აქსელერაციის გავლა, თანაც ისეთი მაღალი დონის გუნდთან, როგორიც 500 სტარტაპია. მათი დახმარებთ იჯერებ, რომ გეგმა რომელიც 2 წელზე გქონდა გაწერილი, რეალურად, 1 თვეში არის შესრულებადი და რომ არანაირი ბარიერი არ არსებობს, შენ მიერ ტვინში დაწესებული შეზღუდვების გარდა. ამ დროს იწყება ზუსტად ის ზრდა, რომელიც ყველა ბიზნესიდეას სჭირდება, რათა რეალურად გახდეს სტარტაპი და მასშტაბირება მოახერხოს ძალიან მოკლე დროში.

კვლევა – სტრესის შემცირებასთან ერთად, ჭაღარა თმას ფერის დაბრუნება შეუძლია

გადაიხადე საკომისიოს გარეშე – აქცია „თიბისი ფეისგან“