in

Pazzy – კვების მოძრავი ობიექტი მზარეულითა და ფერადი პერსონაჟებით – 2 ქართველი წყვილის სტარტაპი

Startauperi
Startauperi

Pazzy – პაზზი კვების მოძრავი ობიექტის მეგობრული სტარტაპია, რომელსაც ორი ოჯახური წყვილი – ქეთო თოდრია და აკო გოგიაშვილინინუცა მიზანდარი და თორნიკე თოდრია  უძღვება. საქმიანობის დაწყება ფესტივალებსა და ახალგაზრდების თავშეყრის ადგილებში ხარისხიანი საკვების დეფიციტმა გამოიწვია, რაც შეეხება pazzy-ს მიზნობრივ ბაზარს, ის შედგება მილენიალებისგან, რომლებსაც უყვართ აქტიური გართობა და დასვენება, მუსიკა, სპორტი და არიან სოციალურად აქტიურები. Pazzy-ს შექმნის იდეაზე, წინააღმდეგობებზე, სტარტაპის სოციალური მედიის კონტენტსა და მომხმარებელთან წარმატებული კომუნიკაციის სტრატეგიაზე მარკეტერს ესაუბრა ნინუცა მიზანდარი

M: როგორ დაიწყო Pazzy-ს ამბავი და როდის მიხვდით, რომ სტარტაპს გაართმევდით თავს?
იდეა 4-5 წლის წინ, ერთ-ერთ ჩვენგანს, ამერიკაში სწავლის დროს გაუჩნდა. იქ food truck-ები ძალიან პოპულარულია და სხვადასხვა სამზარეულოს უგემრიელეს კერძებს სთავაზობენ მომხმარებლებს. food truck-ის რეტრო ავტობუსში გაკეთების იდეა უკვე მოგვიანებით დაიბადა. საბოლოოდ, კი 2016 წლის ზაფხულში დავიწყეთ იდეის განხორციელებაზე მუშაობა, როცა მივხვდით, რომ ჩვენი გამოცდილებითა და ფინანსებით უკვე მზად ვიყავით, რეალობად გვექცია დიდი ხნის ჩანაფიქრი.

M: გეოგრაფიული მდებარეობა თუ გქონდათ განსაზღვრული, სად და რა მიმართულებით იმოძრავებდა Pazzy და ამ მხრივ, რა წინააღმდეგობები შეგხვდათ
?

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პირველ რიგში, ბაზრის კვლევა დავიწყეთ, ვაკვირდებოდით, თუ რა სახის მოძრავი კვების ობიექტები არსებობს. შემდეგ, დიდი დრო გავატარეთ თბილისის მერიაში, თბილისის ქუჩებში მუშაობის
ნებართვის მოსაპოვებლად, თუმცა როგორც აღმოჩნდა, თბილისის მერია მოძრავ ობიექტებზე ნებართვას ვერ გასცემს და არც რაიმე სხვა ორგანო არსებობს, რომელსაც შეუძლია ამ საკითხის გადაჭრა (მუხლი 1536. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე). შესაბამისად, თბილისის ქუჩებში pazzy-ს მუშაობა დასაწყისშივე გამოირიცხა. ეს ჩვენთვის საკმაოდ დიდი დაბრკოლება იყო, თუმცა გადავწყვიტეთ, კანონის შემოსვლამდე, ფესტივალების გარდა, კერძო ტერიტორიებზე გვემუშავა. ასევე, მნიშვნელოვანი ხელშეწყობა მივიღეთ „ლისი დეველოპმენტისა“ და „სტარტაპ მარკეტისგან“, რომლებმაც საშუალება მოგვცეს, გადაგვედგა პირველი ნაბიჯები.

M: სახელი რის მიხედვით შეარჩიეთ და როგორია სოციალური მედიის კონტენტისა და სხვა “Story Telling“ (ამბის მოყოლის)
ინსტრუმენტების გამოყენება მომხმარებელთან წარმატებული კომუნიკაციისთვის? რა საშუალებებს იყენებთ ბრენდის პოპულარიზაციისთვის
?
სახელი pazzy პირდაპირ კავშირშია ჩვენი ავტობუსის მოდელთან. გვინდოდა, რომ ჩვენი ბრენდი დადებით ემოციებსა და ბედნიერებასთან ყოფილიყო ასოცირებული და ეს სახელშიც ასახულიყო, ამასთან, არ დაკარგულიყო ავტობუსის საკულტო სახელი – პაზ 672. “pazzy“ ჟღერადობით “positive-თან“ არის ახლოს, ასევე ასოების წყობით ჰგავს სიტყვა “happy-ს“ და ჩვენც მას კომუნიკაციის დროს აქტიურად ვიყენებთ, როგორც ზედსართავ სახელს – #pazzyvibez.

ჩვენი მთავარი სტრატეგიაა მომხმარებელთან ემოციური კავშირის დამყარება და განსხვავებული და ხარისხიანი პროდუქტის მიწოდება. pazzy-ს ბრენდის ინდივიდუალობას ფერადი და ნათელი პერსონაჟები ქმნიან, რომლებიც სხვადასხვა აქტივობით არიან დაკავებულები და ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათი აქვთ. ჩვენი სურვილია, რომ მომხმარებელმა საკუთარი თავი ან მისთვის საინტერესო თვისება ამოიცნოს ამ პერსონაჟებში და შეიყვაროს ისინი და მათი ისტორიები. 

M: როგორია Pazzy-ს მენიუ, სად  და როგორ მზადდება Pazzy-ს პროდუქცია?
pazzy არ ყიდის მზა საჭმელს, შესაბამისად, პროფესიონალი მზარეულები ყველა კერძის მომზადებას მხოლოდ შეკვეთის შემდეგ იწყებენ. pazzy- სამზარეულო პროფესიონალური დანადგარებით არის აღჭურვილი. food truck-ში დაცულია ჰიგიენისა და უსაფრთხოების ყველა ნორმა. იატაკი, კედლები, ჭერი და მაგიდები უჟანგავი ფოლადით არის მოპირკეთებულიამჟამად, მენიუში გვაქვს საფირმო ქათმის სენდვიჩი, ჰოთდოგი საფირმო სოუსით, ვეჯი სენდვიჩი, ფრი, კრაბის კრეკერები. ასევე, ვთავაზობთ სხვადასხვა სახის ცივ და ცხელ სასმელებს, მილქშეიქებს (ორეო, შოკოლადი, ვანილი, მარწყვი), pazzy ლიმონათს, ფორთოხლისა და გრეიფრუტის ფრეშებს, ჩამოსასხმელ ლუდს, ყავას და .pazzy- მენიუ მუდმივად იხვეწება. სხვადასხვა ღონისძიებასა და ფესტივალზე ვერგებით მომხმარებლის მოთხოვნას.M: ვინ იმუშავა Pazzy-ს ბრენდინგზე, სლოგანზე, ავტობუსის ვიზუალზე, ფერების სიმბოლურ მნიშვნელობაზე?
გამომდინარე ჩვენი კონცეფციიდან, გადავწყვიტეთ, ნათელი, ენერგიული და თბილი ფერებით დაგვეტვირთა ავტობუსი. pazzy- მთავარი ფერები ცისფერი, წითელი და ყვითელია. pazzy- ლოგოში გვინდოდა პაზ 672-ის საყვარელი წინხედი აგვესახა და თან ერთი შეხედვით გასაგები ყოფილიყო, რომ pazzy ავტობუსშია და მოძრავია. pazzy- ლოგოზე თაკო აბრამიამ იმუშავა. ავტობუსის დიზაინი და უშუალოდ მოხატვა კი მუსია ქებურიას შესრულებულია. სლოგანი – “We will find you and we will feed you“ ჩვენი დამფუძნებლის, თორნიკე თოდრიას იდეაა და იუმორით უსვამს pazzy- მობილურობას ხაზს.

M: როგორ უნდა დაგიკავშირდეთ და თუა შესაძლებელი, მომხმარებელმა საკუთარი სურვილისამებრ შეარჩიოს ადგილი და Pazzy-ს მომსახურებით ისე ისარგებლოს?
ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია pazzy-ს facebook გვერდზე, ან email-ზე: [email protected]. pazzy-ს სჭირდება დენის წყარო, შესაბამისად, ქალაქგარეთ პიკნიკის სტილში pazzy-ს წაყვანა შესაძლებელი არ არის. ელექტროენერგიის არსებობის შემთხვევაში, წინასწარი შეთანხმებით შესაძლებელია, pazzy სხვადასხვა ღონისძიებას მოემსახუროს.

პირველი ქართული სარეკლამო რგოლი, რომელიც პროექციის მეპინგით არის გადაღებული – ლივინგსტონის ახალი ნამუშევარი

#თაობა: ლიკანის პროექტი “მუსიკასთან ახლოს” – Trip-Hop ბენდი “Shraves”