ნებისმიერი პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა შეხედულებების მქონე, ერთი შეხედვით დაპირისპირებულ ადამიანებს შეიძლება მოეძებნოთ ისეთი საერთო ინტერესი, რომელიც მათ გააერთიანებს და უფრო მეტიც დააახლოებს კიდეც. სწორედ ამ მცდელობით შთაგონებულმა ჩაის მწარმოებელმა კომპანია Brooke Bond-მა ახალი ემოციური და ორიგინალური სარეკლამო ვიდეორგოლი შემოგვთავაზა, რომელიც მისთვის სააგენტო LOLA-მ შექმნა. ჭიქის ფორმის ატრაქციონში ერთმანეთის პირისპირ სრულიად განსხვავებული შეხედულებისა და წარმომავლობის მქონე ადამიანები სხედან. როგორც კი ატრაქციონი ტრიალს იწყებს, მაშინვე ამ ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანებს შორის, რაღაც უჩვეულო მიზიდულობა და სასიამოვნო კავშირი ჩნდება. ზუსტად იგივე შედეგი შეიძლება, თუნდაც, ერთად მირთმეულ ფინჯან ჩაის რეალურ ცხოვრებაში ჰქონდეს და ამით ბევრი პრობლემაც მოგვარდეს.