in

„პიკი“ დასაწყისია — ახალი ენერგეტიკული სასმელი „ეფეს საქართველოსგან“

„ეფეს საქართველო“ ლუდისა და ლიმონათის შემდეგ, ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შედის და მომხმარებელს ახალ პროდუქტს, „პიკს“ სთავაზობს.  ენერგეტიკული სასმელების კატეგორია მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება, მათ შორის მზარდია საქართველოს ბაზარიც. შესაბამისად, როგორც ბაზრის ლიდერმა კომპანიამ, „ეფეს საქართველომ“ გადაწყვიტა ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შესვლა და მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის ენერგეტიკული სასმლის შეთავაზება. 

„პიკი“ დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით. მისი  უნიკალური ფორმულა, კოფეინსა და ტაურინთან ერთად, შეიცავს მრავალ ვიტამინს (B2, B5, B6 B12). 

ეფეს საქართველოსმარკეტინგის მენეჯერი, გურანდა ნემსაძე: იმისათვის რომ მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა საუკეთესო და პრემიუმ ხარისხის პროდუქტი, რამდენიმე სამომხმარებლო კვლევა ჩავატარეთ. თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ახალ პროდუქტზე. საერთო ჯამში, კვლევებში 2000-მდე მიზნობრივი მომხმარებელი მონაწილეობდა. 

თავდაპირველი სამომხმარებლო კვლევა ბრენდის სახელზე ჩავატარეთ, მომხმარებლებს შევთავაზეთ სახელის რამდენიმე ვარიანტი და გამარჯვებულიპიკიგამოვლინდა.

ბრენდის სახელი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა კონცეფციის კუთხით. ზოგადად სიტყვაპიკიყველასთვის ასოცირდება კულმინაციასთან, რომელიც მიიღწევა გარკვეული პროცესის გავლის შემდეგ, გარკვეულ უმაღლეს წერტილზე მისვლით. თუმცა იმისათვის, რომ ამ კულმინაციამდე მივიდეთ, პირველ რიგში, უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რისთვისაც გვჭირდება ერთგვარი მუხტი. ამიტომ ბრენდიპიკიერთგვარი სტარტერია ყველა საქმის წინ. სწორედ აქედან გამომდინარეობს ბრენდის და კამპანიის სლოგანიპიკი დასაწყისია“. 

პროდუქტის განვითარებისთვის დეტალურად შევისწავლეთ მომხმარებელთა სურვილები გემოს, ინგრედიენტებისა და ფუნქციონალურობის შესახებ დაპიკისსაბოლოო ფორმულა რეალურ გამოხმაურებებზე დაყრდნობით შევქმენით. შედეგად, „პიკიაკმაყოფილებს ჩვენი მრავალფეროვანი აუდიტორიის  საჭიროებებს. სენსორული შეფასებების საშუალებით ჩვენ გემოს, გაგრილებისა და ენერგიის აღდგენის ბალანსი დავადგინეთ.

შეფუთვაზე რამდენიმე სააგენტოს ვემუშავეთ, იმისათვის რომ კვლევაზე სხვადასხვა დიზაინის მიმართულება შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის, შევისწავლეთ ფერის ფსიქოლოგია, მაღაზიის თაროებზე პროდუქტის ხილვადობა და ბრენდის ამოცნობა. შედეგად, „პიკისდიზაინი ზედმიწევნითი ანალიზისა და შემოქმედებითი ინტუიციის შედეგია.

ჩვენი მიზანიაპიკიგახდეს ბაზრის ლიდერი საქართველოში და დაიმკვიდროს ადგილი პრემიუმ სეგმენტში ახლო მომავალში“.

BETTERFLY: „„ეფეს საქართველო Betterfly-ს დიდი ხნის პარტნიორია და ჩვენთვის ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა მათ პროექტებზე მუშაობა. ამ შემთხვევაში, ჩვენი დავალება იყო, გვემუშავა ბრენდის კონცეფციასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ბრენდის კონცეფციაზე გიორგი (ქუცა) რუხაძესთან ერთად ვიმუშავეთ“. 

გიორგი ქუცა რუხაძე: „მიუხედავად ბრენდის სახელისა, რაც, ერთი მხრივ, რაიმეს უმაღლეს საფეხურს აღნიშნავს, გადავწყვიტეთ, რომ სტრატეგია სრულად დაგვეფუძნებინა დასაწყისითა და პროცესით სიამოვნებაზე. ეს ყველაფერი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგით ტკბობა.

გვსურს, რომ „პიკი“ დაპოზიცირდეს როგორც ენერგეტიკული სასმელი, რომელიც საკმარისია დალიო და შემდეგ რის გაკეთებასაც აპირებდი, ის გაცილებით სასიამოვნო და პროდუქტიული იქნება.

როგორც წესი, ენერგეტიკული სასმელები გვეუბნებიან, რომ თუ მას დალევ, მერე რაღაც მოხდება, რაღაცას შეძლებ. ბრენდის საინტერესო პლატფორმიდან გამომდინარე, „პიკის“ კომუნიკაციაც განსხვავებული გამოვიდა. თუ დალევ “პიკს,” შემდგომ სწორედ ის მოხდება, რასაც მანამდე გეგმავდი, უბრალოდ შენ ამით ისიამოვნებ. ამ იდეის გამომხატველი სლოგანიც ასევე საინტერესოდ და ბრენდის სახელთან მიმართებით ურთიერთგამომრიცხავად ჟღერს — „პიკი“ დასაწყისია.

ბრენდი აპირებს, რომ მოკლე ვადაში ცნობილი ენერგეტიკული სასმელების კონკურენტი გახდეს და დროთა განმავლობაში მალევე მიაღწიოს ცნობადობის პიკს. ეს კომუნიკაცია კი შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ პიკის დასაწყისია.

საკომუნიკაციო მესიჯის და სამოქმედო გეგმის შემუშავების შემდეგ, შევუდექით უკვე კამპანიის აღსრულებას. გადავწყვიტეთ სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული მოკლე, სხარტი ვიდეოები გადაგვეღო, რომელსაც ციფრულ არხებში ჩავუშვებდით და დავაანონსებდით, რომ „პიკი დასაწყისია“. აუდიტორიის დაინტერესება მოკლე ვადაში რომ გამოგვეწვია, კამპანიაში ჩავრთეთ ე. წ. ინფლუენსერები. სამიზნე აუდიტორიის ზოგადი პროფილის ანალიზის შედეგად, გავედით სხვადასხვა ადამიანზე, რომლებიც ცხოვრების აქტიური და დინამიკური წესიდან გამომდინარე გამოხატავენ პროდუქტის მომხმარებლის ხასიათს. ვითანამშრომლეთ თინა დალაქიშვილთან, გიორგი მახარაძესთან, თაია არაბულთან და გოტა ცეკვავასთან. ფროდაქშენის ნაწილის აღსრულება კი ჩვენთვის განსაკუთრებულად საყვარელ რეჟისორს გიორგი მეშველიანს მივანდვეთ. ვფიქრობთ, „პიკის“ ეფექტური დინამიკური, თანამედროვე დასაწყისი მივიღეთ.

[R]

3 თვეში 3 ახალი ფილიალი – გაიგეთ, სად შეგიძლიათ ეწვიოთ Dro Fresh Bar-ებს თბილისში

პირველი სავარჯიშო დარბაზი თუ გიმნაზია?!