პატარა გოგონების ინტერესის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც მთავარია, უფროსებისგან განსხვავებით, ისინი თავისუფლები არიან ყოველდღიური ბარიერებისა თუ გენდერული სტერეოტიპებისგან. თუმცა, მათ სხვადასხვა ინტერესის დაკმაყოფილებაში, შესაძლოა, ისეთმა ფაქტორებმა შეუშალოთ ხელი, როგორიც, მაგალითად, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებია. სწორედ მსგავსი შემთხვევების გამოსწორებაზე ზრუნავს კომპანია Pearle Vision და ამის წარმოჩენას სააგენტო BBDO-სთან თანამშრომლობით მომზადებულ ახალი, ემოციური ვიდეორგოლით ცდილობს.