ძაღლებს დიდი ხანია „ადამიანის საუკეთესო მეგობრად“ მოვიხსენიებთ. დღეიდან, ჩვენს შინაურ ცხოველს შეგვიძლია პირადი ექიმიც ვუწოდოთ.
ხშირად გვსმენია, რომ ცხოველები ბუნებრივი დამამშვიდებლის როლს ასრულებენ. სწორედ ამ ფაქტზე დაყრდნობით, Pedigree-მ მარტივი ცდა შემოგვთავაზა. ახალ სარეკლამო რგოლში, რომელიც სააგენტო Clemenger BBDO–მ შექმნა, მეპატრონისა და ძაღლის კარდიოგრამას იკვლევენ. დაკვირვებამ მკვლევარები გააოცა – ოთახში თავიანთი შინაური ცხოველის შემოსვლის შემდეგ, პატრონი მშვიდდება და მისი გულისცემა რეგულირდება. მათი კარდიოგრამაც დაემთხვა ერთმანეთ. ძაღლებთან სიახლოვე ამშვიდებს პატრონს. ეს ურთიერთობა მართლაც საოცარია.
რეკლამის გაშვება Pedigree-მ შინაური ცხოველების კვირეულს დაამთხვია, რომელიც ამერიკაში ყოველ წელს აღინიშნება. მსგავსი კამპანია გასულ წელს ბრიტანულმა ძაღლების თავშესაფარმა Battersea-მ წამოიწყო, სადაც აჩვენეს, თუ როგორ გადაარჩინეს ადამიანების სიცოცხლე შინაურმა ცხოველებმა.
https://www.youtube.com/watch?v=8Y3ct0SYwro













